ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია – ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებს ულოცავს. ალექსანდრ დე კროს თქმით, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია. მისივე თქმით, გრძელი გზაა და საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს. “ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია. ევროკომისიამ შესაბამისი ანალიზი დადო. ვფიქრობ, გზავნილი, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ვუგზავნით, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ მოლდოვა, შემდეგშია – ვაფასებთ გაწეულ შრომას, თუმცა გზა […]
ეს არის მანდატი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ეს ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვებაა – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას კიდევ ერთხელ ულოცავს. მისი შეფასებით, ეს არის მანდატი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. “მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს ეს ისტორიული დღე, ეს გამარჯვება, რომელიც დღეს გაფორმდა ოფიციალურად. ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით, საქართველო შეუქცევადად დაადგა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზას. […]
პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ სახალხო ზეიმი იქნება – მე ვუერთდები

პრემიერმა მგონი გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ – კარგი, თუ არა ხალში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამითი იწყება […]
სალომე ზურაბიშვილი – შარლ მიშელმა დამირეკა და მადლობა პირადად გადავუხადე – მისი სახით მთელ ამ პერიოდში გვყავდა დიდი მეგობარი – ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა გახარებულია

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მომავალი და ქვეყანამ ამ მომავლისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. „არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი – ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ […]
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი – უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული სიგნალია – ვამაყობთ, რომ მომავალი ევროკავშირში აირჩიეს

უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული სიგნალია, – ამის შესახებ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა. „შესანიშნავი ახალი ამბავი ევროპული საბჭოდან! უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული სიგნალია ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული ცხოვრების წესის დასაცავად. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათ […]
ჯინ შაჰინი – მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. „მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. თუ ეს ადრე არ იყო ნათელი, ახლა უნდა იყოს – პუტინი არ შეიძლება ამაზე მეტად ცდებოდეს: უკრაინის მომავალი დასავლეთს ეკუთვნის“, – წერს ამერიკელი სენატორი, […]
აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ტიბორ კოზმასთან ერთად თვაურების, ოძისისა და გორაკას მიმდებარედ ე.წ. გამყოფი ზოლი დაათვალიერა. “ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. აშშ-ს საელჩო საქართველოში, კიდევ […]
“დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში… გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო” | ლეიენი

“დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში… გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი წერს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და გვიხარია ჩვენი […]
“ვულოცავ ქართველ ხალხს… ეს არის EU-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – წინ გვაქვს დიდი ბრძოლა” | ხაბეიშვილი

“ვულოცავ ქართველ ხალხს… ეს არის EU-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – წინ გვაქვს დიდი ბრძოლა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. „ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტებს საქართველოში, გვახსოვს მათი განცხადებები იგივე […]
“ვულოცავ ქართველ ხალხს… ეს ნიშნავს იმედს” | მეცოლა

“ვულოცავ ქართველ ხალხს… ეს ნიშნავს იმედს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. “ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს” – წერს მეცოლა. Congratulations to the people of […]