თქვენი მომავალი ჩვენი, ევროკავშირის ოჯახშია – შარლ მიშელი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. შარლ მიშელი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. “მივულოცე მათი ქვეყნების ისტორიული შემობრუნება, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ჩვენი, ევროკავშირის ოჯახშია”, – წერს შარლ მიშელი.
მივესალმები გადაწყვეტილებას, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს – ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს მხარდაჭერა – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. „მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ჩვენს წევრ ქვეყანას, საქართველოს. ევროპის საბჭო […]
“ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია” | კალაძე

“ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია,” – განაცხადა მედიასთან თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცეთ, […]
“მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს” | ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა. მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ამწუთში ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. იმიტომ რომ ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, არ მოხდებოდა რომ არა უკრაინელი ხალხის […]
“ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს… ეს დაიმსახურეს უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის” | არახამია

“ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს… ეს დაიმსახურეს უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს. ისტორიული დღეა-უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა, საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს მათი უკომპრომისო და მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის. მთავარი […]
“ყარაბაღი” პლეი-ოფში გავიდა – გუგეშაშვილი არ ათამაშეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ყარაბაღმა“ სახლში „ჰაკენი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო. „ყარაბაღი“ H ჯგუფიდან პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. ყარაბაღი – ჰაკენი 2:1 გოლები: 1:0 ანდრადე (1), 2:0 ბენზია (45+3), 2:1 ჰუსეინოვი (60+4, საკ. კარში) გაძევება: ვეშოვიჩი (56, ყარაბაღი)
ზურაბიშვილი: უკრაინელთა თავდადებულმა ბრძოლამ საგრძნობლად დააჩქარა კანდიდატის სტატუსის მიღება

მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც სხვა მხრივადაც ვიმსახურებდით, არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელთა თავდადებული ბრძოლა და ეს ორ წლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის ჩვენ, როგორც ქართველებმა, დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ.
დარჩიაშვილი: დღევანდელი დღე არის საქართველოს ევროპული სწრაფვის აშკარა აღიარება

ვულოცავ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს! ჩვენს ქვეყანას კანდიდატი სტატუსი მიენიჭა! დღევანდელი დღე არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება. საქართველოს ხელისუფლების ნება – რეალობად აქციოს ქვეყნის საზოგადოებრივი არჩევანი უცვლელი რჩება. მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე!
ზურაბიშვილი: ვულოცავ სანდუს, უძლიერეს ქალს, რომელმაც უდიდეს შეტევებს გაუძლო

მე მინდა, მივულოცო მაია სანდუს, უძლიერეს ქალს დღევანდელ დღეს, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს ამ პერიოდში, მაგრამ შეძლო და თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მივიდოდა და გაუძლებდა და გაუძლო.
15 დეკემბერს, საზეიმო სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანი ჩაიკეტება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 21:00 საათამდე თავისუფლების მოედანი სრულად ჩაიკეტება. კონკრეტულად, ავტომობილები კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება […]