ესპანეთში 6 წლის წინ დაკარგული ინგლისელი ბიჭი საფრანგეთში იპოვეს

2017 წელს ესპანეთში დაკარგული ინგლისელი ალექს ბეტი საფრანგეთში იპოვეს – ამის შესახებ BBC იუწყება. ალექსი 11 წლის იყო, როდესაც ბებიასა და ბაბუასთან ერთად ესპანეთში დასასვენებლად წავიდა და დაიკარგა. 14 დეკემბერს, უკვე 17 წლის ალექსი საფრანგეთის ერთ-ერთ დასახლებაში იპოვეს. ალექსმა პოლიციას უთხრა, რომ ორი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, ჯანმრთელადაა და მისთვის ზიანი არავის არ მიუყენებია. BBC-ს […]
ზელენსკი: საქართველო საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ულოცავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სოციალურ ქსელ X-ში იგი წერს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება სატელეფონო საუბრის დროს მიულოცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. “მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”, – წერს ზელენსკი. 14 დეკემბერს ევროპული […]
“კონსერვატიულ ფლანგს ვულოცავ დიდ გამარჯვებას! – ოცნება ურჩობისთვის დაისჯება” – კოკა მორგოშია

📌❗ერთი სიტყვით, ამ სტატუსს ვწერ იმიტომ, რომ ჩვენს კონსერვატიულ ფლანგს, მინდა მივულოცო დიდი გამარჯვება!!!❤️🙌 ანუ რა მოხდა ქვეყანაში?! 1) პოლიტიკური ველი გაიყო ორად: პრო-ევროპელებად და პრო-ქართველებად!✅ 2) ღია ულტრალიბერალურ ფლანგს, ანუ “ნაცებს”, “გირჩს”, “ლელოს”, სალომე ზურაბიშვილს და ა.შ. ღიად და დიდი სიამაყით შეუერთდა “ქართული ოცნებაც”. ანუ დღეს, “ქართული ოცნების” კონსერვატორობანა საბოლოოდ დასრულდა!✅ 3) 2021 წლის […]
პაპუაშვილი სტატუსზე: ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლისგან მოლოცვები მივიღე

იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ისინი კრიტიკული იყვნენ ზოგადად ხელისუფლების მიმართ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა ხელისუფლების, როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ქართულ ოცნებას ანდობს, მე მგონი ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, როგორმე […]
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილება

მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენს წევრ ქვეყანას საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროპის საბჭო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ამ ქვეყნების მხარდაჭერა განაგრძოს.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარესა და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს იგორ გროსუს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ,,ვულოცავ ჩემს კოლეგებს რუსლან სტეფანჩუკს და იგორ გროსუსუს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასა […]
“ჟურნალისტისთვის მეტი ბედნიერება რა შეიძლება არსებობდეს” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: ჟურნალისტისთვის მეტი ბედნიერება რა შეიძლება არსებობდეს, როცა გიწევს პირდაპირ ეთერში გამოაცხადო,რომ შენს ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა. იმედია, იმის გამოცხადებაც მომიწევს,რომ სრულფასოვანი წევრი გავხდებით. მადლობა ჩემს პროფესიულ მფარველ ანგელოზს, რომ ამ ბედნიერებას არ ამაცილა გ ი ლ ო ც ა ვ თ ❤️✌️✌️✌️✌️ !!!!!
შენგელიამ “ბასკონიას” 16 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად „ბასკონია“ 91:81 დაამარცხა. შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:15 წუთში 16 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი მარკო ბილინელი იყო. „ვირტუსი“ 10 მოგებით […]
რუსული ბაზები ანაკლიის პორტის ნაცვლად | BBC ოკუპირებული ოჩამჩირედან ფოტო-მასალას აქვეყნებს

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იყო მორიგ ჯერზე განხილვის საგანი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარის მხრიდან. ბრიუსელი ღიად მიანიშნებს, რომ ევროპაში არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებით, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არჩევანს ჩინეთზე აკეთებს, რომელიც ევროპის მხრიდან კონკურენტად და მზარდ საფრთხედ აღიქმება. პარალელურად, დასავლეთი შეშფოთებულია იმ გამოწვევების გამო, რომელიც […]
“გილოცავთ! თქვენმა ევროპულმა სულმა ყველაფერი შეცვალა” | კრამონი ქართველ ხალხს

“გილოცავთ ქართველ ხალხს. თქვენ ეს შეძელით. თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი, ყველაფერი შეცვალა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გნახავთ ევროკავშირში, რომლის ნაწილიც ხართ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. 🇬🇪 Congratulations to the people of #Georgia. You did it. Your European […]