ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული. „ევროპული საბჭი მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, […]

ვიოლა ფონ კრამონი – ვულოცავ ქართველ ხალხს, თქვენ ეს შეძელით – ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში

თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრომონი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი. „ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, რომელსაც ეკუთვნით“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

“ჰოდა, ვულოცავ ევროპას ნაბიჯს ჩვენკენ” – გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: ვულოცავ ევროპას ნაბიჯს ჩვენკენ. ვულოცავ საქართველოს ევროპის ნაბიჯსაც. ხოლო სინამდვილე უფრო ეს არის: ჩვენ არსად მივისწრაფით. ჩვენ ვართ ევროპა. უბრალოდ, საქართველოში კულტურული გეოგრაფია იბრუნებს საკუთარ საზღვრებს – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და წინააღმდეგობით, მაგრამ მაინც. ევროპა არის ანტიკურობის იდეა ჩვენს მიწაზე, არის მირიან მეფის არჩევანი თხოთის მთაზე ქრისტიანობის სასარგებლოდ, არის […]

ჯეიკ სალივანი – მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას – მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება. „მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას“,- წერს […]

“ხიხოს წნევა გაუზომეთ… ნირწამხდარი ოპო ლიდერები” – ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ობიექტურად ძალიან მიხარია რომ ორბანმა უკრაინა ვერ დაბლოკა. უკრაინა რომ დაებლოკა და პროცესი შეჩერებულიყო, პუტინის დიდი გამარჯვება იქნებოდა – გამოვიდოდა, რომ თან ივანიშვილის ვასალ რეჟიმს მოწმინდა პირი (სტატუსის რეკომენდაცია მიიღეს) და თან უკრაინა დაბლოკა. კარგია, რომ პუტინს უკრაინის დაბლოკვა არ გამოუვიდა. ეს ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა. … ნირწამხდარი ოპო ლიდერები რომ […]

შენგელიამ “ბასკონიას” 16 ქულა ჩაუგდო – “ვირტუსმა” გაიმარჯვა

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად „ბასკონია“ 91:81 დაამარცხა. შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:15 წუთში 16 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით თორნიკეს თანაგუნდელი მარკო ბილინელი იყო. „ვირტუსი“ 10 მოგებით მესამე […]

მოლდოვა თქვენ გვერდით დგას, ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ ევროპას – სანდუ საქართველოს ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს ულოცავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. იგი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რეგიონისა და ევროპისთვის ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. “მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ გზაზე, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას”, – დაწერა მაია სანდუმ. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ […]

კიტეიშვილის “შტურმმა” 0:3 წააგო, მაგრამ ევროტურნირებზე დარჩა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შტურმი“ პორტუგალიაში „სპორტინგთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 74-ე წუთამდე ითამაშა. მისი გარჯა sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, flashscore-მა 6.5-ით, Whoscored-მა კი 6.2-ით. „შტურმი“ D ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და 23 წლის შემდეგ პირველად გააგრძელებს ასპარეზობას გაზაფხულზე ევროტურნირებზე – კონფერენს ლიგაზე გადაერთვება. სპორტინგი – შტურმი 3:0 […]

თავისუფლების მოედანზე 15 დეკემბრის 21:00-მდე მოძრაობა სრულად ჩაკეტილი იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, “საზეიმო ღონისძიებების სამზადისის” გამო თავისუფლების მოედანზე 15 დეკემბერს საღამოს 9 საათამდე მოძრაობას სრულად ჩაკეტილი იქნება. თავისუფლების მოედანი 00:00 საათიდან 21 საათით ჩაიკეტება და ამ პერიოდში ავტომობილების მოედნის მიმართულებით გადაადგილება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან არ შეეძლებათ. “შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ […]

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “აიაქსმა” მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე აეკ-ი 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. sofascore-მა ქართველის თამაში 6.5 ქულით, whoscored-მა კი 6.0-ით შეაფასა. „აიაქსმა“ B ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. მისი მეტოქე 18 დეკემბერს კენჭისყრაზე გაირკვევა. […]