EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს | სახალისო გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ საზოგადოებას თავდაპირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ამცნო. ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ მათ ნაწილს: ადამ არშანია: იაკობ ჯანგავაძე: მიშა მშვილდაძე: დავით კილაძე: ცირა ჟვანია: ბექა ყორშია: მეკო გელაშვილი: გიგა ბენია: ირაკლი ბახტაძე: ეშტონ პრინცი ლაღიძე: ნიკუშა […]

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. უწყება გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებს აქვეყნებს: “შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა […]

კონგრესის წევრებმა ვაშინგტონი დატოვეს უკრაინის დახმარების შესახებ შეთანხმების მიუღებლად, თუმცა სენატი მომავალ კვირაშიც იმუშავებს

აშშ-ის კანონმდებლებმა 14 დეკემბერს ვაშინგტონის დატოვება დაიწყეს ისე, რომ არ ჰქონდათ დამტკიცებული უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შეთანხმება – იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა სენატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც ცვლილებებს მოითხოვენ აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების პოლიტიკაში. სენატის წევრები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირაში დაამტკიცებენ შეთანხმებას ახალი შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის და ასევე დაამტკიცებენ […]

“საქართველო ეკუთვნის ჩვენ საერთო ევროპულ ოჯახს” – ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ზელენსკიმ დაწერა, რომ ევროპა უკრაინისა და საქართველოსთვის საერთო ოჯახია. “მე ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მივულოცე მას და ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც მივიღე მოლოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ […]

პრეზიდენტი შარლ მიშელს – ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მადლობას უხდის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. “უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს! თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, განურჩევლად გარემოებისა, ბევრს მეტყველებს. ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პაპუაშვილი: ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას ამ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს

ვულოცავ ჩემს კოლეგებს, რუსლან სტეფანჩუკსა და იგორ გროსუს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას – დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ერისთვის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ!

ზელენსკი: საქართველო საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას. ასევე მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოლოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველო საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

გაუვალი საცობები თბილისში | დედაქალაქის პარალიზებაში მერი მოქალაქეებს ადანაშაულებს

დედაქალაქი ისევ პარალიზებულია. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მანქანები უძრავად დგანან. სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები კი დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიდიან. შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსში კახა კალაძე მოქალაქეებს ადანაშაულებს და საცობის გამომწვევ მიზეზად ქალაქში ზედმეტად ბევრ მანქანას ასახელებს. მერის ოპონენტები კალაძეს კომპეტენციას უწუნებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. მძღოლები და მგზავრები კი, კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ჩავარდნას უწოდებენ. ქალაქში […]

“როგორც ნოე ჟორდანია ამბობდა, საქართველოს მომავალი განუყოფლადაა მიბმული დასავლეთთან… გილოცავთ!” | იან კელი

“როგორც მისი [საქართველოს] პირველი პრეზიდენტი ნოე ჟორდანია ამბობდა, საქართველოს მომავალი განუყოფლად არის მიბმული დასავლეთთან და ვერანაირი ძალა ვერ გაწყვეტს ამ კავშირს. გილოცავთ!” – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელში საქართველოში იან კელი X-ზე წერს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. As Noe Jordania, its first president, said, Georgia’s future is indissolubly tied to the West, and […]

უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, შოლცმა ორბანს ოთახის დატოვება შესთავაზა – Politico

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შესთავაზა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს, ოთახი დაეტოვებინა, – ამის შესახებ Politico, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, გერმანიის კანცლერმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და დანარჩენი ლიდერებისთვის […]