ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას დღეს საზეიმოდ აღნიშნავს – პრემიერმა მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც გალა-კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება

დღეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სპეციალური ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც სავარაუდოდ ლიდერები მოქალაქეებს მიმართავენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიულოცავენ. პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მოიწვია, რათა ყველას ერთად აღენიშნა ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. გალა-კონცერტი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.

2023 წელს თბილისში 114 730 ძირი ნერგი დაირგო

2023 წელს თბილისში 114 730 ძირი ნერგი დაირგო თბილისის მერიის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰა-მდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო […]

კაია კალასი – საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, – […]

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 83 ხმით მიიღეს. პლენარულ სხდომაზე საბიუჯეტო პროექტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 13 დეკემბერს წარადგინა. 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ […]

ისრაელმა ღაზაში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპული მძევლები სამხედრო პირები – 19 წლის კაპრალი და ამავე ასაკის სერჟანტი – არიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს. ელია ტოლენადო სამოქალაქო პირი […]

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე არსებული ჯარიმები იზრდება

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “ქართული ოცნების” დეპუტატების პროექტი, რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის […]

კახა კალაძე – ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება – ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა, შემდეგ, კომპანიები ერიდებიან იმ მიზეზით, რაც მოხდა, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში

ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება. ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა. შემდეგ, კომპანიები ყველა ერიდება იმ მიზეზით, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს და 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. მისივე განცხადებით, „ამხელა რისკის აღება არავის არ სურს“. „დაგეგმილი […]

კახა კალაძე – მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა. „მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის […]

ზუგდიდში სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ მიმართეს. „ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები – ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე ევროპის რეგიონულ ფორუმში მონაწილეობდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები – ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, 13-14 დეკემბერს, ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში, ევროპის რეგიონულ ფორუმში – „ხელმისაწვდომი ევროპა: ICT 4 ALL“- ში მონაწილეობდნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანი რეგიონული ქსელების გაძლიერება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. ღონისძიება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად იმართება. „ფორუმი, როგორც […]