სენაში გადახტა მსახიობი ქალი, რომელიც ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

ფრანგი მსახიობი, 60 წლის ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. სახანძრო ბრიგადამ ქალი სენიდან ამოიყვანა, თუმცა საავადმყოფოში 1-კვირიანი მკურნალობის მიუხედავად მსახიობი ვერ გადარჩა. ემანუელ დებევერი პარიზის ერთ-ერთი ხიდიდან სენაში გადახტა იმ დღეს, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ, რომელსაც ბოლოს 10 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის კომენტარების გაკეთებაში […]
ბელარუსი: პოლონეთი ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების სერიას გეგმავს

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერტელის თქმით, 7 პოლონური სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი ტერაქტებისთვისა და სახელმწიფო შენობების დაპყრობისთვის ემზადება. “პოლონეთის ტერიტორიაზე ემზადება 7 სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც ბელარუსში ტერაქტებს მოაწყობს. ყველაზე აგრესიულ ჯგუფს 1991 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე ასადულაევი ხელმძღვანელობს, მისი ფსევდონიმი შლიახტიჩი”. – ამბობს ტერტელი. ტერტელის განცხადებას მოგვიანებით ქვეყნის პირველი პირი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა: “ჩვენ […]
სამადაშვილი: პარლამენტში ევროკავშირის დროშები მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს

პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ ქართული ოცნებისა და მოძრაობა ხალხის ძალის დეპუტატების ადგილებზე დადეს, ოპოზიციის წევრების ადგილებზე კი არა. “ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში ევროკავშირის დროშები მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს. ხო, ხალხის ძალასაც დაუდგეს”. – წერს სამადაშვილი და სხდომათა დარბაზში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. დღეს, […]
“ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის” | ნიდერლანდების ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართულად ულოცავს. არაკელიანი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ნიდერლანდები განაგრძობ მხარდაჭერას ამ გზაზე. “გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და […]
პაპუაშვილი: ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ

“გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუტის, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად […]
“ოცნებამ” სასესიო დარბაზში ევროკავშირის დროშები ოპოზიციის მხარეს არ დადგა

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” სასესიო დარბაზში ევროკავშირის დროშები მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების ადგილებზე დადგეს, მათ შორის, იქ, სადაც რუსული კანონის ავტორები – “ხალხის ძალის” დეპუტატები სხედან: “ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები. ხო, ხალხის ძალასაც დაუდგეს” წერს “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი. “ქოცებმა მარტო თავისთან დაიდეს ევროპის დროშები, საჩვენოდ ტირაჟი […]
„EU-ს არაფერს ავალდებულებს“ – როგორ გააშუქა რუსულმა მედიამ კანდიდატის სტატუსის ამბავი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსულ სამთავრობო მედიაშიც გააშუქეს. თავად მომხდარის გარდა, უმსხვილესმა სამთავრობო მედიამ – „რია ნოვოსტი“-მ აღნიშნა, რომ ამისდა მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული ასოცირებული ტრიოსთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა] არ არის. მაგალითად, „რია ნოვოსტი“ წერს: „ამავე დროს, სტატუსი, როგორც ასეთი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება. ეს […]
„როგორც ნოე ჟორდანიამ თქვა…“ – იან კელი საქართველოს სტატუსს ულოცავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილი დიპლომატი პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიასაც ციტირებს. „როგორც ნოე ჟორდანიამ თქვა, საქართველოს მომავალი განუყოფლადაა დაკავშირებული დასავლეთთან და ამ კავშირს ვერც ერთი ძალა ვერ გატეხავს. გილოცავთ!“, – წერს იგი.
პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. დღევანდელი, 15 დეკემბერის, პლენარული სხდომა პირველია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ჰიმნის ჩართვამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა და მადლობა გადაუხადა “ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა”. “დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო… ჩვენ, […]
“თავისუფლების მოედანზე” დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თბილისში გალაკონცერტით აღინიშნება

“თავისუფლების მოედანზე” დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება, თუმცა მანამდე საზეიმო განწყობა რეგიონებშიც იგრძნობა. საქართველოს ქალაქებში კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. გამოფენილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა. სამეგრელოდან თბილისისკენ კოლონა უკვე დაიძრა. საერთო სახალხო ზეიმზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ. სამეგრელოსთან ერთად სამზადისია იმერეთში, გურიასა და შიდა […]