2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არ იცვლება – წლიდან წლამდე სამხედრო […]

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. ვიცე-მერის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. „2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები […]

“მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო გილოცავ ჩემო კარგო… ჭიჭე შენც მოდი, შენც იზეიმე” – ირაკლი ზარქუა სტატუსის მიღებას ოპოზიციონერ კოლეგებს ულოცავს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება და ოპოზიციონერ კოლეგებს ულოცავს. მისი თქმით, მიუხედავად, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მცდელობისა, ქვეყანამ დამსახურებული სტატუსი მიიღო. “დიახ, საქართველომ არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით გაიმარჯვა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო გილოცავ, ჩვენ ეს […]

III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წინა წელთან შედარებით 260 ლარით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: · ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.1%-ით). · მშენებლობა – 3 […]

500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას […]

ვერისა და ვაკის პარკების რეაბილიტაციაზე თბილისის მერია 10-10 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორისაა: აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე; შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია – 15 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია – 3 მლნ ლარი; 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის – 113 მლნ ლარი; ავტობაზის […]

დარგები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: · ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8%-ით); · […]

“რიტორიკულად, დღეს ცალ ფეხზე დგახართ, თუ ორივეზე?” | საკრებულოში, კალაძის წლიური ანგარიშის წარდგენაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში, ქაოტური განაშენიანებები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები – კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში ოპოზიციის ამ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. დედაქალაქის მერმა დღეს 2023 წლის ანგარიში წარადგინა. განიხილავენ 2024 წლის თბილისის ბიუჯეტსაც. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია კალაძეს იმ დაპირებებს ახსენებს, რომელიც მან და მისმა გუნდმა არ შეასრულა. შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” […]

EU-ს ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ – გადაწყვეტილება სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული. „ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, – ნათქვამია დოკუმენტში. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, […]

ავარია ზესტაფონში – დაშავებულია 4 ადამიანი

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშაცდა. შემთხვევის დროს 2 დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, 2-მა კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი თქვა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.