მდინარაძე ზურაბიშვილზე: ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საზეიმო ღონისძიებაზე, პრეზიდენტი გამომსვლელად გათვალისწინებული არაა. “სცენარი როდესაც გაიწერა, მთავრობა იყო ამაში ჩართული, ვიცი რომ ის გამომსვლელად არაა გათვალისწინებული. ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, ეს არ ვიცი”, – განაცხადა მდინარაძემ. ის კვლავ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო: […]

ნიკოლოზ სამხარაძე – სალომე ზურაბიშვილს ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა – ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება

ტრიბუნა წინაზე, 26 მაისს რომ დაუთმეს, მაინცდამაინც კარგი სიტყვით არ გამოირჩა სალომე ზურაბიშვილი – ასეთი რაღაცების დავიწყება არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოებისთვის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, პრეზიდენტს ტრიბუნას […]

სალომე სამადაშვილი – ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ – იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები გვჭირდება

ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ – ქართველმა ხალხმა რუსულ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა, მაგრამ იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები გვჭირდება, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მთელ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მოულოცა. „ჩვენ უახლოეს თვეებში ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ავუხსნათ, რატომ არის დღეს […]

ვიქტორ ორბანი – ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საათობით ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ორბანმა უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი არსებობს, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინა. „ისინი 26 არიან და მე მარტო ვარ. მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ […]

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი – ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, საზეიმო სცენაზე

დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად – რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, […]

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

პარლამენტმა ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივა დაამტკიცა. მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო […]

კახა კალაძე – ხშირად საუბრობენ, ესტაკადები და გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო, ეს არის სისულელე – რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში უსარგებლოა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. „ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში […]

ოთარ გრიგოლია – საქართველო უფრო ევროპული, უფრო დემოკრატიული და უფრო წარმატებული ხდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი და თბილისის მერის ანგარიში მოისმინეს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია და საქართველო უფრო ევროპული, უფრო დემოკრატიული და უფრო წარმატებული ხდება. გრიგოლიამ მადლობა გადაუხადა თბილისელებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ […]

ჯაბა სამუშია საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს. სამუშიას თქმით, აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს. „გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა! აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით განათლებისკენ, განვითარებისკენ, […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთგვარი ბუნებრივი სლოგანია – „ღირსებით ევროპისკენ“, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი

ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი – ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას, ეს არის ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხს არაერთხელ უთხრეს სიმართლე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „ჩვენი ერთგვარი ბუნებრივი სლოგანია – „ღირსებით ევროპისკენ“ და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ღირსებით […]