ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე ოფიციალურად შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. ევროპაში რუსული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. “ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის შემოღებას”. – წერია მის დასკვნით განცხადებებში. დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ქვეყნები სანქციების დაწესებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ, თუმცა ავსტრიამ თავი შეიკავა ხუთშაბათამდე საბოლოო დასტურის გამოცხადებისგან. მთავრობის თქმით, იურიდიული […]
მედია: იანვრიდან რუსეთის ბაშკირეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

რუსული მედია РБК წერს, რომ 2024 წლის იანვრიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების ახალი მიმართულება დაემატება. ამჯერად პირდაპირი ფრენები შესრულდება ბაშკირეთის უფის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. როგორც მედია წერს, ფრენებს კომპანია Азимут-ი კვირაში ერთხელ, თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100-ით შეასრულებს. ამის შესახებ РБК-ს უფის საერთაშორისო აეროპორტში შეატყობინეს. მედია აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ პირდაპირი რეისები სრულდებოდა […]
ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზაში და აცხადებს, რომ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გასტანს

ისრაელი 15 დეკემბერს განაგრძობს შეტევას ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც თავის მოკავშირეს, აშშ-ს უთხრა, რომ “ჰამასის” გასანადგურებლად წარმოებული ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს გასტანს”. “ჰამასის” განადგურებისა და “ჰამასის” მებრძოლების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების დაპირებებით ისრაელი ღაზის სექტორში აწარმოებს მასშტაბურ სამხედრო შეტევას. ამის შედეგად ალყაშემორტყმული რეგიონის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. საომარი მოქმედებები დაიწყო 7 ოქტომბერს, როდესაც აშშ-სა […]
18-მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს, მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება – კახა კალაძე

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა […]
„ევროპულ სტანდარტებზე დაახლოება შეეხება ყველა სფეროს: შრომის პირობებს, მინიმალურ ხელფასს და ა.შ“ – კახი დვალიშვილი

რა გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსი, შრომის პირობებზე საქართველოში. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა კახი დვალიშვილმა ისაუბრა.მისი თქმით, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოს მისცა შანსი, რომ ევროპულ ოჯახს უფრო სწრაფად დაუახლოვდეს და ქვეყანამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რათა საქართველოში ჩატარდეს ნამდვილი რეფორმები და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. „ევროპულ სტანდარტებზე დაახლოება შეხება ყველა სფეროს: შრომის […]
შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის […]
“ელოდებით, რომ კვარაცხელიას გავაკრიტიკებ?” – ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის მოულოდნელი პასუხი

ვეტერან იტალიელ ფეხბურთლს ჯუზეპე ბერგომის “ნაპოლის” შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, “კვარას” ბოლო პერიოდში იტალიური პრესა ხშირად აკრიტიკებს. “ინტერის” ყოფილმა მცველმა კი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. “ელოდებით, რომ კვარაცხელიას გავაკრიტიკებ? გეთანხმებით, რომ რაღაც აკლია, თუმცა თუ გასული სეზონის “ნაპოლის” გავიხსენებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მოთამაშემ მოუკლო”, – განაცხადა ბერგომიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია […]
მაგიური ჰარდენი და დამარცხებული “გოლდენ სტეიტი” – “კლიპერსმა” “აიწყვიტა”

“ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “გოლდენ სტეიტ უორიორსს” უმასპინძლა და 121:113 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ კალიფორნიული გუნდისთვის ეს რიგით მე-6 გამარჯვება გახლდათ. მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა. კავაი ლეონარდმა აქტივში 27 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა. ნორმან პაუელმა […]
“ცალ ფეხზე დგეხართ?”; “თუ გეშინიათ სულ ნუ მოხვალთ”, “გაუთიშეთ, გაუთიშეთ” – საკრებულოს სხდომა

დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საკრებულოში, სადაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში წარადგინა. საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე: –ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რატომ გჭირდებათ? რად უნდა დაწერილი ტექსტი იმას, რომ გულით და სულით მოგვილოცოთ? საინტერესოა, ისევ ჩალის ფასად თვლით თუ არა, კანდიდატის სტატუსს? საკრებულოს დებუტატი, საბა ბუაძე: –მიუხედავად თქვენი მოწოდებისა, ევროკავშირმა […]
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, ასევე დიდი მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “კანდიდატის სტატუსი ძალიან დიდი გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი”. კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს, მთავრობას, ასევე საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს. “ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე და ხალხიც იდგა სერიოზული სირთულეების, გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, […]