ნინო რუხაძე – ევროპულმა საბჭომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დღე აქვს დღეს მთელ ქვეყანას. ქართველი ხალხი თავისი საუკუნოვანი ოცნების ახდენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი […]
ლევან არველაძე – სწორედ საქართველოს მთავრობის მრავალწლიანმა წარმატებულმა, სწორმა და პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ მოუტანა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, თავისი გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მილოცვით დაიწყო და შემდეგ, დედაქალაქის მერს საინტერესო ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან არველაძემ იმ მიღწევებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც […]
ბათუმის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა

ბათუმის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობებსა და ცენტრალურ ქუჩებზე. საზეიმო განწყობას ბათუმიც შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად, გორში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად გორში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა. ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯეიკ სალივანი – „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება – აშშ ისრაელს არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს

არ არსებობს უთანხმოება იერუსალიმს და ვაშინგტონს შორის, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას თვეები დასჭირდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს არ კარნახობს, როგორ იმოქმედოს. „თეთრ სახლს ჰქონდა ძალიან კარგი დისკუსიები კონფლიქტის ვადებსა და შემდგომ ეტაპებზე გადასვლაზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ […]
პარლამენტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა. სანაცვლოდ, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირებზე გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. “პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით – შეცვლის […]
“ნაპოლიმ” გამორჩეული მოთამაშე უფასოდ დაკარგა – ზელინსკიმ ახალ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა

პიოტრ ზელინსკი 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით “ინტერს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო სანტინი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პოლონელმა ნახევარმცველმა “ნერაძურისთან” 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ზელინსკიმ “ინტერთან” ხელშეკრულება გააფორმა, მან საუდის არაბეთიდან მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა, ასევე დე ლაურენტისის წინადადებაც იუარა, მან “ნერაძურისთან” 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი ხელფასი სეზონში 3.5 […]
თბილისის საკრებულოში მერის ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა – ერთმანეთს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულომ მერის ანგარიში მოისმინა. დაამტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი. სხდომა კამათის ფონზე წარიმართა. კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. როგორც მან ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ ევროპის გზავნილი მხოლოდ ხალხის ნების პასუხია. სხდომაზე თბილისის მერს, […]
“ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას პარტიის ცენტრალურ ოფისში აღნიშნავს

“ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას პარტიის ცენტრალურ ოფისში აღნიშნავს – ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილის გუნდთან ერთად ადგილზე არიან მათი პარტნიორი პარტიები და პოლიტიკოსები. “მინდა მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ, ჩვენი გამარჯვება ჯერ კიდევ […]
სამიტის მეორე დღე ბრიუსელში – ლიდერების განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

ბრიუსელში სამიტის მეორე დღეა. დილიდან, ლიდერები მილოცვების პარალელურად, ყურადღებას საქმიან ნაწილზე ამახვილებენ. მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია იმ საშინაო დავალების შესრულება, რაც ევროპისგან ცხრა დათქმის სახით მივიღეთ. ევროკავშირის ლიდერები კმაყოფილებას გამოხატავენ, არიან მოხარული, რომ ასეთ რთულ დროს, მათ მკაფიო პოლიტიკური განაცხადის გაკეთება შეძლეს. ლიეტუვას […]