ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავს და აცხადებს, რომ ამისთვის ქვეყანამ ურთულესი გზა განვლო. მან, ასევე, საქართველოს პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. “ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ, ძნელ გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტატუსის […]

უკრაინაში დეპუტატმა სხდომაზე ყუმბარები ააფეთქა – შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია

უკრაინაში, კარპატების ოლქში, კერეცკოვსკის სოფლის საბჭოს შენობაში, სხდომაზე დეპუტატმა ორი ყუმბარა ააფეთქა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 11:37 საათზე მიიღეს. როგორც უჟგოროდის საკრებულოს დეპუტატმა ვიტალი გლაგოლმა განმარტა, აფეთქების დროს, სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხი განიხილებოდა. გამოცემა Mukachevo.net-ის ცნობით, ყუმბარები სოფლის საბჭოს დეპუტატმა სერგეი ბატრინმა […]

თინათინ ნიბლოშვილი – თუ დღეს რომელიმე ქალაქს შეიძლება ვუწოდოთ ევროპული, თბილისი მათ რიგებშია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, 2023 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო და ქალაქის შესაძლებლობები გაიზარდა. როგორც მან თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე აღნიშნა, ქალაქზე ზრუნვის პარალელურად მათ უწევდათ ესმინათ მათი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებისთვის და ამასთან, ეს განცხადებები მოეთმინათ. „მთელი წლის მანძილზე ქალაქის განვითარების, ქალაქზე ზრუნვის პარალელურად ჩვენ გვიწევდა გვესმინა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებისთვის, გვეთმინა, […]

„HORECA სექტორში სასტუმროების წილი მცირდება“ – სასტუმროების ბრუნვამ წელს 823.9 მილიონი ლარი შეადგინა

„HORECA სექტორში სასტუმროების წილი მცირდება“ – სასტუმროების ბრუნვამ წელს 823.9 მილიონი ლარი შეადგინა 2023 წლის I-III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი დანახარჯების 39.7%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განთავსების საშუალებების წილი მთლიან დანახარჯებში 7 პროცენტული პუნქტით […]

„მაინც შეგვიძლია, შევაჩეროთ“ – ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

უნგრეთის პერმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტს მაინც შეეძლება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს. გუშინ, 14 დეკემბერს, უკრაინასთან ბრიუსელმა მოლაპარაკებები გახსნა გაწევრიანებაზე. ორბანმა, რომელიც იქამდე ამ გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრებოდა, სხდომათა დარბაზი დატოვა და სხვა წევრებს საშუალება მისცა, გადაწყვეტილება მის გარეშე მიეღოთ. ორბანის თქმით, მოგვიანებით უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეჩერება მაინც იქნება შესაძლებელი. „ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. შეგვიძლია მოგვიანებით […]

“ევროკავშირის დროშა პირველად მე ავაფრიალე 2004–ში, 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა” – სააკაშვილი

“მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა. ახლა უკვე თავად ევროკავშირმა […]

“როცა საჩხუბარი იყო და ერთად ვიჩხუბეთ, ბევრად დიდი წილი შეიტანა ბიჭმა რომელიც ახლა საკანშია” – ცოტნე კობერიძე

ჩემი წილი საქართველოს კანდიდატობის სტატუში 8 მარტს ღამე შევიტანე, თქვენთან ერთად, როცა საჩხუბარი იყო და ერთად ვიჩხუბეთ. ბევრად დიდი წილი შეიტანა ბიჭმა რომელიც ახლა საკანშია გაზაფხულზე დათესილმა მოგვცა ნაყოფი. ახლა სტატუსია გამოსაყენებელი, მის გამოყენებას პროდასავლური ხელისუფლება სჭირდება. ამიტომ შემდეგ წელს უკვე საარჩევნო ყუთებთან მოგვიწევს ჩხუბი.

ჩვენ შევძელით მყარად, ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით მოგვეპოვებინა ეს სტატუსი, მთავარი მადლობა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის – დიმიტრი ხუნდაძე

“ხალის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამისთვის მმართველმა გუნდმა ამისთვის რთული გზა გაიარა. “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას. მმართველმა გუნდმა არც თუ ისე იოლი გზა გაიარა ამისთვის. ის იბრძოდა, როგორც რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე, ომისა და რევოლუციის თავიდან ასარიდებლად. […]

ევროპამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი დაუთმოს რუსეთ – სალომე სამადაშვილი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პარტია “ლელოს” ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გზავნილით დაამტკიცა, რომ არ აპირებს საქართველოს მომავალი რუსეთს დაუთმოს. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვება, როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი და მოლდოველი ხალხის და ევროპის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი დაუთმოს რუსეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი […]

ევროკავშირი არის ის ადგილი და სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ისტორია, რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და შენახული, როგორიც ჩვენ გვიყვარს – მიხეილ დაუშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი საზოგადოებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. მისი განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა და იმედი აქვს, რომ შემდეგი წლის ამავე პერიოდისთვის ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. “ევროკავშირი არის ის ადგილი და სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და ყველაფერი იქნება შენახული ისეთი, როგორიც ჩვენ […]