რეალურად არის თუ არა თბილისში 650 ათასი ავტომობილი, რაც მერიის თქმით, საცობებს იწვევს?

თბილისის მერია დედაქალაქში საცობების გამომწვევ მთავარ მიზეზად ავტომობილების დღითიდღე მზარდ რაოდენობას ასახელებს. მერიის ცნობით, თბილისში ავტომობილების რაოდენობა პანდემიის შემდეგ 40%-ით გაიზარდა და 650 000-ს მიაღწია. რეალურად, მოძრაობს თუ არა დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი და რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია? სტატისტიკური მონაცემები გაანალიზა და ფეისბუკზე, პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკოსმა და მონაცემთა ანალიტიკოსმა […]
2024 წელს მეტროს ვაგონების განახლებაზე თბილისის მერია 10 მლნ ლარს დახარჯავს

2024 წელს მეტროს ვაგონების განახლებაზე თბილისის მერია 10 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ წელს ასევე დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი და მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
ნოემბერში ფულადი გზავნილები თითქმის განახევრდა

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 292.7 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $228 მილიონით, ანუ 44%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების შემცირება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც ნოემბერში 75 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა წინა წელთან […]
საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა

კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ახალი მაკდონალდსი თბილისში რიგით მე-16, ხოლო საქართველოს მასშტაბით 23-ე რესტორანია. ახალ პროექტში კომპანიამ 5,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 80-მდე ადამიანი დაასაქმა. შარტავას ქუჩის #4 ნომერში მდებარე მაკდონალდსის რესტორანი სტუმრებს 14 […]
არმაზ ახვლედიანი – ეპოქალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უნდა ვიზეიმოთ, „ქართული ოცნება“ საგანგებოდ კი იზეიმებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ არ გადადგამს დროულ და სწორ ნაბიჯებს ევროკავშირის მიმართულებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა. – ბატონო არმაზ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის მოლოდინი საქართველოში აშკარა იყო. ამ თემაზე ევროპელი ლიდერების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებიც მოვისმინეთ. დღეს თბილისში მომხდარის გამო ზეიმი გაიმართება. ზეიმამდე გადავწყვიტე თქვენთან […]
HONOR X9b – თქვენი ახალი სმარტფონი

გლობალურმა ტექნოლოგიურმა ბრენდმა HONOR ახალი სმარტფონი X9b გამოუშვა, რომელიც მისაღები ფასით და უამრავი საინტერესო მახასიათებლით გამოირჩევა. სმარტფონი გაძლიერებული კონსტრუქციით ხასიათდება, დაცემის დროს მეტი გამძლეობა კი მის უნიკალურობას განაპირობებს. გაეცანით სტატიას და აღმოაჩინეთ ახალი HONOR X9b-ს საუკეთესო მახასიათებლები, რომლებიც ახალ მოდელს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს. პრემიალური დიზაინი HONOR X9b-ს მახასიათებლებში მისი გარეგნული მხარე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მართლაც, […]
თავდაცვის მინისტრი – საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას!

საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, „ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!“ „საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს არის, მართლაც, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ქედის ბოლოს, ჩალიპირებში, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; 18 დეკემბერს მცხეთის რაიონის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 […]
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები და მოედნები საზეიმოდ მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ქუჩები და მოედნები საზეიმოდ მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით. „ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები და მოედნები საზეიმოდ მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით“, – ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს […]
რევაზ სოხაძემ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რეაბილიტაციაა. რევაზ სოხაძის თქმით, ქალაქში ამ მიმართულებით იმდენი, რამდენიც დღეს კეთდება არასდროს გაკეთებულა. საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, რეკრეაციულ სივრცეებში განთავსებულია კამერები, რამაც კრიმინოგენური […]