პოლიციამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით ერთი პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. -ს ბრალი ედება 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. შსს-ს ცნობით, კამერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე იყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას […]

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. როგორც ცნობილია, მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რომელიმე მხარე იმარჯვებს, სწორი და რელევანტური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ემანუელ მაკრონისა და […]

საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას – პაველ ჰერჩინსკი საქართველოს თუ სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ოჯახს, უნდა დაეყრდნოს ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს აზრის მშვიდობიან […]

„უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში, თუმცა, ისე რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს არ მოხდება“- „გლობალ ავტო იმპორტი“

„უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში, თუმცა, ისე რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს არ მოხდება“- „გლობალ ავტო იმპორტი“ ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი ცვლილება პარლამენტში ,,ქართულმა ოცნებამ’’ დააინიცირა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა გავლენას იქონიებს ახალი ტარიფები ბაზარზე. ჩვენ კითხვით ,,გლობალ ავტო იმპორტის’’ საოპერაციო დირექტორს მივმართეთ. თინათინ გველესიანი აცხადებს, რომ […]

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა და საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ესტონელმა რაგნარ კლავანმა 39 წლის ასაკში გვაუწყა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. “დღეს მე ვემშვიდობები ჩემს პირველ სიყვარულს. ვასრულებ მოგზაურობას, რომელიც 15 წლის ასაკში დაიწყო. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან! მადლობა ჩემს მშობლებს, დებს, ყველა ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს ლილის, რომლის მხარდაჭერაც ფასდაუდებელი იყო. ჩემი შემდეგი დიდი ოცნებაა, […]

“გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს!”- მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და

მანუჩარ ცაცუა ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელიც TI-მ იმ მოსამართლეებს შორის დაასახელა, რომლებიც “დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ, მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ“ მისი და, ელენე ცაცუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გაუსაძლისია იმის ყურება, როცა ის ერთ მხარესეა, ხოლო მისი ძმა მეორე მხარეს, ასე […]

ზელენსკი: ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ცოტას, რას აკეთებს აშშ?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად გადამწყვეტ ზომებს არ იღებენ. ამის შესახებ მან CBN News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველო გუშინ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა იყო, დღეს კი ქვეყანა ხელში ოლიგარქებმა ჩაიგდეს, მთელი ძალაუფლება კი ბიზნესს ეკუთვნის, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან. ის მიიჩნევს, რომ აშშ-მა […]

ნათია თურნავა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორს ათანასიოს ორფანიდისს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) პროფესორს, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ათანასიოს ორფანიდისს შეხვდა. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიასა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა. „ათანასიოს ორფანიდისმა მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. MIT-ის პროფესორმა ნათია თურნავას სხვადასხვა ქვეყნის […]

გია ვოლსკი ევროპარლამენტარების ვიზიტზე – ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად – დაძაბულობა მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და ეცდებიან, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან

ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად – დაძაბულობა, დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ისინი ეცდებიან, რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარებს არ გააჩნიათ არავითარი ინტერესი იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს […]