ნიკა გვარამიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, ნატო ჩხეიძესა და მის პარტიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, საგადასახადო დავალიანების ნაწილი ჩამოეწერათ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, ნატო ჩხეიძესა და მის პარტიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საგადასახადო დავალიანების ნაწილი ჩამოეწერათ. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთან, როგორც ის ამბობს, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია […]
პირს, რომელმაც მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 […]
შოკირებულები ვართ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციელთა ძალადობით – გაერთიანებული სამეფოს ელჩი

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მოუსმინოს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ბოლო ათწლეულებია ქვეყანას სუვერენიტეტის დაცვაში ეხმარებიან. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია, „სხვა არჩევანი არის ავტოკრატია“. ელჩი ვიდეომიმართვას იწყებს დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე საუბრით. მისი თქმით, ბოლო ორი კვირაა, ქართველი ხალხი გამოხატავს წინააღმდეგობას […]
„ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა… განიხილება სანქციებიც“ – თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ჩამოსვლაზე

„ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა… განიხილება სანქციებიც“ – თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ჩამოსვლაზე ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩამოვიდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი განსახილველი თემა სანქციებია. “დღეს ნამდვილად არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტარების ინტერფრაქციული, წარმომადგენლობითი […]
ბრიტანეთის ელჩი – შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ

შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის […]
საია-ს თავმჯდომარე – „ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, პარლამენტი მათ მიღებას მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს. „2024 წლის 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – შეხვედრა გვქონდა იმ ხალხთან, ვინც ევროპარლამენტში საქართველოზე მუშაობს – მათი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხებზე უმნიშვნელოვანესია ევროპელი სტრუქტურების დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად

საუბარი გვქონდა იმაზე, ევროკავშირმა და მისმა სხვადასხვა ორგანოებმა, როგორიც არის ევროკავშირის საბჭო, მინისტერიალი და კომისია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რათა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობასა და პროტესტს, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის, კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან განაცხადა. მისი […]
გია ვოლსკი მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე – საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე – საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას […]
ნიკა გვარამია – როცა მოახლოვდა არჩევნები, გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: „ჩვენ 3 კაცი გვეკუთვნის სიაში – მე მეხუთე ნომერი, ჩემი ძმა – მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში” – ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია

„კოალიცია ცვილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პარტიის თანათავმჯდომარეობამდე, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი და დამფუძნებელი იყო, განცხადებას ავრცელებს, სადაც ტელეკომპანიის ირგლივ, მისი დაარსებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს ასაჯაროვებს. ამასთან, ის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, დამფუძნებლებს, საზოგადოებას, მედიასა და ბიზნესმენებს სთხოვს “მთავარი არხი” დახურვას გადაარჩინონ. განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: „მინდა მოგიყვეთ „მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, […]
Airbus-მა ინდური ავიაკომპანიისგან შეკვეთა კიდევ 100 თვითმფრინავზე მიიღო

ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია Air India-მ ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელ Airbus-ს კიდევ 100 თვითმფრინავი შეუკვეთა. შეკვეთაში შედის 10 ერთეული A350 თვითმფრინავი და 90 ერთეული A320 ოჯახის თვითმფრინავი, მათ შორის A321neo. ეს 100 ახალი თვითმფრინავი ემატება 470 თვითმფრინავის მტკიცე შეკვეთებს, რომლებიც Air India-მ Airbus-სა და Boeing-ს შარშან შეუკვეთა. უახლესი შეკვეთის შედეგად Air India Airbus-ისგან 350-მდე ახალ თვითმფრინავს […]