შიშველ შეყვარებულს თმებს ბანდა და ზურგის მასაჟს უკეთებდა – მანზიელის გავრცელებულ ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს [VIDEO]

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშის ჯონი მანზიელის გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს. 32 წლის სპორტსმენმა სააბაზანოში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის შეყვარებულ ჟოზი კანსეკოსთან ერთად სრულიად შიშველია. ის გოგონას თმას ბანს და ზურგის მასაჟს უკეთებს. პოსტს კომენტარი გოგონამ გაუკეთა, რომელმაც შეყვარებულს დაბადების დღე მიულოცა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. “მიყვარხარ, როგორც […]

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი გუგუჩია აირჩიეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი გუგუჩია აირჩია. გიორგი გუგუჩიას კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა წარადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტისათვის გიორგი გუგუჩიას გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გუგუჩიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე – ეს უნდა გაკეთებულიყო და მე ამას ისევ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ილუზიები არ უნდა გვქონდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ნოემბრის თვეში შედგა, იმედგამაცრუებელი იყო. „ეს იმედგამაცრუებელი იყო, რადგან ის უბრალოდ თავის ყველა ფრაზას იმეორებდა“, – აღნიშნა შოლცმა. ამასთან, მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი აუცილებელი იყო, რათა პუტინს გაეგო, რომ მას უკრაინის მიმართ გერმანიის […]

კახა ოქრიაშვილი – ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს […]

ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარების ვიზიტზე – გადაეცით, რომ დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ – კუბილიუსი ხომ არ დატოვეს? აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო

გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩამოსული ევროპარლამენტარები „ჩვეულებრივი „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ“. „ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა და მოსწავლეთა მეორე ოლიმპიადა – „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება” – ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ოლიმპიადაში, რომელიც ონლაინ ფორმატში 4-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 23-მა სტუდენტმა. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, […]

“გვარამიას და გაბუნიას საქმიანობა მაგალითია, როგორ შეიძლება გადააქციო ტელევიზია მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად” – ზაზა ოქუაშვილი

“გვარამიას და გაბუნიას საქმიანობა მაგალითია, როგორ შეიძლება გადააქციო ტელევიზია მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად” – ზაზა ოქუაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და გიორგი გაბუნიას ეს განცხადება, არის ცილისწამება ჩემს მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის […]

ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია! – ხვალ მეღვინეები ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბებიან

„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ – ამ გზავნილით მევენახეები, მეღვინეები – მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები 13 დეკემბერს 17:00 სთ-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდუსტრიის წარმომადგენლები ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას და მათი კოლეგების, ოჯახის წევრებისა და პროტესტის მშვიდობიანი […]

ტურინი 2024 წლის ევროპის ყველაზე ინოვაციური ქალაქი გახდა

ტურინი 2024 წლის ევროპის ყველაზე ინოვაციური ქალაქი გახდა ტურინმა (იტალია) მოიპოვა 2024 წლის ევროპის ინოვაციების დედაქალაქის (iCapital) ტიტული. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის ქალაქებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინოვაციებს თავიანთ საქმიანობაში. იტალიური ქალაქი შეირჩა მისი უნარის წყალობით ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია შეათავსოს ადგილობრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან: ისტორიულად ყოფილი ინდუსტრიული ცენტრი, ტურინი გახდა ტექნოლოგიური ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც ადაპტირდება […]

პოლიციამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით ერთი პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. -ს ბრალი ედება 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. შსს-ს ცნობით, კამერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე იყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას […]