ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „დიდი გამარჯვება ბულგარეთის, რუმინეთისა და მთელი ევროპისთვის!“ – წერს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში. ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დღეს დაუჭირეს. ცნობისთვის, შენგენის ზონა 29 […]
სახალხო დამცველი ევროპარლამენტარებს შეხვდა

2024 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე. ევროპარლამენტარები სახალხო […]
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 11 – 12 დეკემბერს ბელგიაში, ქალაქ ბრუსელში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საბჭოზე შემუშავებულ იქნა პოსტევროპის ერთიანი პოზიცია რითიც ქვეყნები წარსდგებიან მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესზე რომელიც გაიმართება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 2025 წელს. ასევე განხილულ იქნა ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის […]
Mihouse-ს უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა – რას ედავება მომხმარებელი კომპანიას?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება – მოვაჭრის მხრიდან გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით – 1 კვირის პერიოდში. ინფორმაცია გავრცელდა როგორც მიჰაუსის Facebook გვერდზე, ასევე სატელევიზიო ეთერის საშუალებით. სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ფასდაკლების პერიოდში, კომპანიის ოპერატორთან […]
დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათები 3 წლით ხანგრძლივდება

მშენებლები, რომლებიც 2025 წლამდე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ასწრებენ, შეღავათით სარგებლობა გაუხანგრძლივდებათ – ისინი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელს ისევ არ გადაიხდიან. ცვლილება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მოქმედი კანონმდებლობით, დაუმთავრებელი მშენებლობები თავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისგან, იმ დათქმით, რომ ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული. კანონპროექტით […]
“ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

“ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. როგორც “ჯიპიაი ჰოლდინგის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სალი ბაქრაძემ “მთავარი არხის” ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. “ჯიპიას” თანამშრომლები შევუერთდით საყოველთაო აქციას და ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში გავიფიცებით. დღესაც გავიფიცეთ, ვმართავთ აქციას. აქ არიან სხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც. ხვალ გვექნება მსვლელობა, რის მერეც მთავარ აქციას შევუერთდებით. ხვალ 17:00-დან გვაქვს […]
სახალხო დამცველი EU-ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი ქვეყანაზი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე. ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხვედრას […]
“სრულიად უმოტივოდ, ბაქანზე მდგარს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო” – პროკურატურა სასტიკ მკვლელობაზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება მეტროში მომხდარ შემთხვევას, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს […]
ოთხმა სპეცრაზმელმა გამიტაცა… მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი – გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზე, როდესაც დააკავეს. ორი წუთის მისულები ვიყავით აციაზე, როდესაც ხმამ გამოცხადა დაიშალეთო. ბეასთან მივედი, წავიდეთ, განვერიდოთ სიტუაციას–თქო და ზუსტად ამ დროს 4 სპეცრაზმელი მომვარდა, ჰაერში ამიტაცეს და გამიტაცეს. მერე ხელიდან გავუვარდი, ვეღარ ამიყვანეს და ძირს მახოხეს. […]
რას ამბობენ “ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადაყენებაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების“ პრემიერს თანამდებობიდან უშვებენ. მიზეზი სავარაუდოდ, საპროტესტო მუხტის ჩახშობის მცდელობაა. “ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძე კიდევ მრავალი წლით იქნება ქვეყნის პრემიერი, რადგან “ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.“ კობახიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი საქართველოს ისტორიაში, შესაბმისად, რაში გეპარებათ ეჭვი და რისი მიღწევა გინდათ? ტყუილია“, – ამბობს ირმა ზავრადაშვილი. „ოცნების“ კიდევრ ერთი დეპუტატი […]