ოთხმა სპეცრაზმელმა გამიტაცა… მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი – გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზე, როდესაც დააკავეს.
ორი წუთის მისულები ვიყავით აციაზე, როდესაც ხმამ გამოცხადა დაიშალეთო. ბეასთან მივედი, წავიდეთ, განვერიდოთ სიტუაციას–თქო და ზუსტად ამ დროს 4 სპეცრაზმელი მომვარდა, ჰაერში ამიტაცეს და გამიტაცეს. მერე ხელიდან გავუვარდი, ვეღარ ამიყვანეს და ძირს მახოხეს. მთელი მუხლები ჩალურჯებული მაქვს. მირტყამდა 3 სპეცრაზმელი. გარდა ამისა, ჩემი სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი, რომლსი სესხსაც ახლაც ვიხდი, ამომაცალეს, მომპარეს, დამირეკეს ერთი საათით ადრე და კი ხედავთ რა ფორმაში მოვედი სასამართლოში. მარა მგონია, რომ ეს სიმბოლურია, რადგან სასამართლო სასამართლოს აღარ ჰგავს და მგონია, სასადილოში მოვედი”, – ამბობს ბრეგვაძე მედიასთან.
გიორგი ბრეგვაძეს პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”