სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, […]
პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

მთავრობის მიერ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო – კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო დაემატება. კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით […]
ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა

ბათუმი – სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვის ლოდი გზაზე მოძრავ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელს დაეცა და დააზიანა. როგორც ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.
საია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. საია-ს ინფორმაციით, პროცესის 2025 წლის 10 იანვარამდე გადადება აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას. „გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა, რომელიც თითქმის ბოლო ფაზაშია, ხელოვნურად […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს იერუსალიმში გამართული შეხვედრისას განუცხადა. „ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი უსაფრთხოება ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში უმცირესობების დაცვის მნიშვნელობასა და სირიიდან ისრაელის წინააღმდეგ […]
სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „დავით ვერავა სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსულმა „როსნეფტმა“ ინდურ Reliance-თან 10-წლიანი გარიგება გააფორმა

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტსა“ და ინდოეთის კერძო ნავთობგადამამუშავებელ კომპანია Reliance-ს შორის შედგა შეთანხმება დღიურად დაახლოებით, 500 ათასი ბარელი ნედლი (crude) ნავთობის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ Reuters-ს სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც შეთანხმების შესახებ ცნობებს ფლობენ. ამრიგად, ზემოხსენებული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ გარიგებად იქცა, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად ამყარებს ინდოეთ-რუსეთის […]
კარლო ანჩელოტიმ “რეალისთვის” შეუცვლელი ფეხბურთელი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მისი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა დაასახელა. იტალიელმა ასეთად ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე მიიჩნია. “ჩვენ არ შეგვიძლია ფედე ვალვერდეს როტაცია, ის ჩვენთვის მთავარი მოთამაშეა. მხოლოდ მაშინ ვფიქრობ ფეხბურთელების დასვენებაზე, როდესაც ტრავმირებულები არ გვყავს და ახლა სამწუხაროდ ლაზარეთში ძალიან ბევრი მოთამაშეა”, – ციტირებს ანჩელოტის ფაბრიციო რომანო. ინფორმაციისთვის, 26 წლის ვალვერდემ მიმდინარე სეზონში […]
3 პარტია: არ ვცნობთ 14 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

სამი პოლიტიკური პარტია, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ისინი 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ. ამასთან, მათივე ცნობით, ისინი დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. პარტიის საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი კვლავ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. “ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ […]
პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ. “რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი […]