ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

ისრაელი თავისი უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს იერუსალიმში გამართული შეხვედრისას განუცხადა.
„ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი უსაფრთხოება ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიაში უმცირესობების დაცვის მნიშვნელობასა და სირიიდან ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო