ნინო დოლიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების ჩამოსვლა – ისინი გამოხატავენ წუხილს და ადასტურებენ ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების ჩამოსვლა – ისინი გამოხატავენ წუხილს და ადასტურებენ ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მათ მიმდინარე მოვლენებსა და არჩევნებზე ისაუბრეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ საქართველოში, ასეთი დიდი წარმომადგენლობით. ამით ისინი აჩვენებენ, რომ დღეს, როცა […]

სანიოლის გუნდმა გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში მოიგო – უეფა-ს ჟურნალში საქართველოზე სტატია გამოქვეყნდა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობისა და სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელ სტატია უეფა-ს ჟურნალმა The Technician-მა გამოაქვეყნა. ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის საქართველოს ნაკრების წარმატებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე „ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო. ტურნირის დებიუტანტმა დისციპლინითა და შემართებით მოიპოვა მერვედფინალის საგზური, სადაც მომავალ ჩემპიონ […]

შესაძლოა ჩვენ მალე ვიხილოთ ასეთი განცხადებები: რომ არა მაკრონის ზარი, ჩვენ პარლამენტში არ შევიდოდით, ჩვენ იძულებულები ვართ ამ ყველაფერზე წავიდეთ

რას ემსახურებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი და როგორ შეიძლება ის რადიკალურმა ოპოზიციამ პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს – ამ თემაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, კრიზისში მყოფი ოპოზიციისთვის მაშველ რგოლად ამჯერად იქცა ბიძინა ივანიშვილისადმი ემანუელ მაკრონის ზარი. ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მილევადი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ოპოზიციის გადასარჩენად მედიატორის როლის შესრულება თავად იტვირთა. […]

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელიც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი აცხადებდა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა […]

თეა ახვლედიანმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან მგალობლიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტები, განხორციელების […]

რუსეთში დაიწყეს გასამართლება უცხოურ NGO-ებთან თანამშრომლობისთვის

რუსეთის სასამართლოებმა დაიწყეს პირველი საქმეების განხილვა იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მონაწილეობის მუხლით, რომლებიც არ არიან რუსეთში რეგისტრირებული. ოქმების შესახებ „მედიაზონა“ იუწყება. სულ მცირე სამი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. პეტერბურგის ორმა სასამართლომ მიიღო ოქმები სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლის, დმიტრი დიუკარისა და მოპირკეთების საქმეებით დაკავებული ალექსანდრ დერევიანკოს წინააღმდეგ. ორივემ უარი უთხრა „მედიაზონას“ ბრალდებების თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე. ყაზანის სასამართლო კიდევ […]

“დეგუსტო სპეცრაზმს რომ აჭმევდით, ჩვენ როცა გვარბევდნენ, ახლა უნდა ვიგებდე?”- მალხაზ რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ფაქტ–მეტრის მთავარი რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილი: Degusto • დეგუსტო სპეცრაზმს რომ აჭმევდით, ჩვენ როცა გვარბევდნენ, ახლა უნდა ვიგებდე? რუსული კანონის პროტესტების დროს – დაახლოებით – 150 ათასი ლარის.

ფიცი აფხაზურ ენაზე – ახალი რეგულაცია აფხაზეთში მოქალაქეობის მისანიჭებლად

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით მიიღეს “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ პირთა რეესტრის გამოქვეყნებაა, რომლებმაც მიიღეს აფხაზეთის მოქალაქეობა. ასევე, ამას დაემატება ფიცის დადებაც. “მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღება კანონპროექტი “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” აფხაზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ,- ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებაში. […]

სერგეი ლაგოდინსკი სალომე ზურაბიშვილს – გმადლობთ, თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის – ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ

გმადლობთ, სალომე ზურაბიშვილო თქვენი მუშაობისა და გამბედაობისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით!- ამის შესახებ თბილისში მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „სასიამოვნოა თბილისში თქვენთან და ყველა ქართველთან ყოფნა“, – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, საქართველოში შვიდი ევროპარლამენტარი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

მთავრობის მიერ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო – კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო დაემატება. კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით […]