საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი, საიმპორტო კი თურქეთია

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- აპრილში, […]

ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ გამოფენაში “WinetoAsia” მონაწილეობდნენ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, „GWS“, „ბექაურის ღვინის მარანი“, „Wine Guards“; „მტევინო“, […]

EBIT 2024- ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და […]

“Piertotum Locomotor!” – სტუდენტები დღეიდან პროტესტის კვირეულს იწყებენ

საქართველოს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები დღეიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის კვირეულს იწყებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტები დღეს 17:00 მეტრო დელისთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლებენ, ფინალური ლოკაცია კი ამ ეტაპზე უცნობია. “Piertotum Locomotor! – საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე!” – აცხადებენ სტუდენტები.

ფეხბურთელების ცრემლები, ფანების სიმღერა… კლოპი “ლივერპულიდან” გააცილეს [VIDEO]

გუშინ, 19 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში “ლივერპულმა” შინ “ვულვზი” 2:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრაში “სქაუზერებს” იურგენ კლოპმა ბოლოჯერ უხელმძღვანელა. გერმანელმა სპეციალისტმა 9-წლიანი ბრწყინვალე მუშაობის შემდეგ “მერსისაიდელები” დატოვა. გაცილების ცერემონიისას, “ლივერპულის” რამდენიმე ფეხბურთელმა ცრემლებიც კი ვერ შეიკავა. კლოპმა “ლივერპული” 2015 წელს ჩაიბარა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა: 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, ამავე წელს უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო […]

„დამტვერვის სეზონზე სრული დატვირთვით ვმუშაობთ“ – შალე სურამი

„ამინდებმა ხელი შეგვიწყო და დამტვერვის სეზონი წელს სურამში ადრე დაიწყო“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ შალე სურამის წარმომადგენელმა, ჯული ანპილოგოვამ უთხრა. მისი თქმით, სეზონი, სავარაუდოდ, 10 ივნისამდე გაგრძელდება. „დამტვერვის სეზონი ყოველთვის მოთხოვნადია, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. დამტვერვის სეზონზე, ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა გაცილებით მაღალია ვიდრე უცხოელების. რაც შეეხება ფასებს, კვლავ შარშანდელი ფასები გვიკავია, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასი […]

ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა – BBC

ირანი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის თანხმობით, ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჰბერი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2 თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, ხოლო ფინალურ შეხვედრაში იანგ იუნგ ვეის სძლია და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა […]

დღეს ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენების დღეა

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური […]

BBC – ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ […]