პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. „ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. […]
ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ხარჯი გაიზარდა

საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამია, თუკი 2022 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ში 538 ადამიანი მუშაობდა, 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მისი თანამშრომლების რიცხოვნობა 601-ს შეადგენდა. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ეროვნულ ბანკში გასულ წელს გაიზარდა სახელფასო ფონდიც და 2023 წელს ის 40.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 10.5-მილიონიანი ზრდაა (მატება 34%), […]
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 15 საკითხზე იმსჯელებენ – დეტალები

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ: 1. საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი 2. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ი. შავერდოვი 3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო […]
საქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა – შემადგენლობა მალე იქნება

საკლუბო საფეხბურთო სეზონი, ფაქტობრივად, დასრულდა და ახლა ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს უფრო სულმოუთქმელად გავაგრძელებთ. ვაჟა ფშაველას ლექსი “მოლოდინი” ასე სრულდება – “გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს, მძიმედ დამტვირთოს წვიმითა, რომ მოვრწყო გული ქვეყნისა დაუშრობელის მილითა; ავაჭიკჭიკო ბულბული საღამოთი და დილითა და წარვსდგე ჩემს მეუფესთან ხელთ ანთებულის ცვილითა.” ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 20 მაისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 20 მაისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7585; 1 ევრო – 2.9910; 1 ფუნტი – 3.4914; 1 ლირა კი 0.0855 ლარი ეღირება.
დღეს, პარლამენტში ოფშორების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ იმსჯელებენ

დღეს პარლამენტი ოფშორების შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ იმსჯელებს. 12:00 საათზეა ჩანიშნული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მოხსენებით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.
როგორი იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუზი? – ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე მერიასთან პროექტს ათანხმებს

ბიზნესმენი, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველი და ე.წ. „რუსული კანონის“ მომხრე ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 180 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს. ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის მშენებლობა განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview თბილისში ყველაზე მაღალი […]
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის […]
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა! ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო […]
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 19 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 20-21 მაისსაც. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება. დასავლეთ […]