ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს დაასუბსიდირებს

„კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც […]

I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთების ნახევარზე მეტი რუსული იყო

2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 12.0 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.9 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1 პროცენტი – ტრანზიტზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 29.4 […]

როგორი ამინდი იქნება 20 მაისს საქართველოში

20 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება.

პრემიერი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება – სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება. „18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, […]

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის […]

ირაკლი კობახიძე – მინდა, სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება

მინდა, სკოლის მოსწავლეებს, მეთორმეტე კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მეთორმეტე კლასელებს ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა. „მინდა, სკოლის მოსწავლეებს, მეთორმეტე კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება. მინდა მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. მინდა მომავალში ძალიან დიდი წარმატება […]

ირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცეპრეზიდენტი მუჰამედ მოხბერი დაინიშნება

ირანის კონსტიტუციის თანახმად, იბრაჰიმ რაისის ნაცვლად ირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცეპრეზიდენტი მუჰამედ მოხბერი დაინიშნება. იგი თანამდებობაზე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა დაამტკიცოს. მუჰამედ მოხბერი თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება. ირანში სახელმწიფოს მეთაურად ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მიიჩნევა, ხოლო მთავრობის მეთაურად – […]

ირანის მთავრობა: პრეზიდენტი რაისი ირანელ ხალხს ემსახურებოდა

ირანის მთავრობამ მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო. დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რაისი მოხსენიებულია დაუღლელ პრეზიდენტად, რომელიც ირანელ ხალხს ემსახურებოდა და ქვეყნის პროგრესს ეხმარებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ მთავრობა მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ ვერტმფრენში, რომელიც 19 მაისს […]

„I კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 50 600 ადამიანით შემცირდა“ – ირაკლი კობახიძე

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 50 600 ადამიანით შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, I კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 4%-ით შემცირდა. „საქსტატის მონაცემებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, I კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად […]