დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურის გავლით ღაზის სექტორში შევიდა, დიდ ნაწილს საწყობებამდე არ მიუღწევია. გაერო-ს განცხადებით, გასულ პარასკევს მისმა კონტრაქტორებმა ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურიდან დეირ ელ ბალაჰში მდებარე საწყობში გადაიტანეს, ხოლო კვირას და ორშაბათს […]

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 29 დრონი გამოიყენეს. საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქ ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიწვა ორი კერძო სახლი. დაშავდა […]

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოუტანა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, რომელიც აბუ-დაბის ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს მურად ჩოპანოვს გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ასევე გაფრთხილებებით დაამარცხა უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით წააგო იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან და რეპეშაჟზე გადაერთო. მარგველაშვილი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9940 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეეცადეთ, თავი შეიკავოთ მძაფრი ემოციური რეაქციებიდან, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა და ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევთ. ბრმად ნურავის ენდობით და კარგად დაფიქრდით შედეგებზე. კურო მოერიდეთ შურისა და ეგოიზმის გამოვლინებას, თავი შეიკავეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტისგან და ნუ იტრაბახებთ წარმატებებსა და მიღწევებზე, პირად თუ საქმიან სფეროსთან დაკავშირებით. ტყუპები დღეს, თქვენს სიტყვებსა და მოქმედებას, დიდი გავლენა ექნება შემდგომ […]

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე – განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო […]

თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე […]

„ზურგსუკან შეკრულ ხელებიანს, 3 – 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში“ – დავით ქაცარავა

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან მისი ცემის დეტალებს იხსენებს. “რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა. დარტყმა, გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს. სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები. მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე. ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, […]

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს შუი გაითიშება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს – 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება. ეს ქუჩებია: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, ჭილაიას, ბენდელიანის, ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო საარჩევნო კამპანია 12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე გაგრძელდება. ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი […]