შეხვდებიან სანიოლი და დეშამი მერვედფინალში? – საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები…

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, დარჩენილ დროში ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში… კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენს სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც “შორიდან” გვესმოდა – ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში […]

ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ტრადიციულად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კიევში ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო. კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რუსული რაკეტებისა და დრონებისგან დასაცავად უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა […]

ანატოლი ანტონოვი – აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით აშინებს, მაგრამ სინდისის ქენჯნის გარეშე იყენებს მათ წინააღმდეგ, ვისაც მტრებად თვლის

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ლეგიტიმურობას, აშინებს მას სანქციებით, მაგრამ უყოყმანოდ იყენებს სტრუქტურის მათ წინააღმდეგ, ვისაც ვაშინგტონი თავის მტრებად თვლის, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. „ეს არის ორმაგი სტანდარტებისა და ამერიკული ფარისევლობის აღლუმის კიდევ ერთი მაგალითი. აშშ-ის ხელისუფლება უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ლეგიტიმურობას და აშინებს […]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში ამ კუთხით არსებული პროგრესი გააცნეს და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. „საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებსაც. […]

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ […]

ხარკოვში სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 25 სატვირთო მანქანა, ავტობუსი, ავტომობილები დაზიანდა და 7 ადამიანი დაშავდა

ხარკოვში სარაკეტო და დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა 25 სატვირთო მანქანა, ერთი ავტობუსი და 3 კერძო ავტომობილი და დაშავდა 7 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, რუსები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ ხარკოვს და „შაჰედების“ ნამსხვრევები ოთხ ლოკაციაზე დაფიქსირდა. ამასთან, დღეს დილით მათ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე […]

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა – რას წერენ ქართველი ემიგრანტები?

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 21:51 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 22:10 წუთზე. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც წერენ. „გარეთ ვართ ყველანი… ჯერ მშვიდობაა… 20 წუთის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა, უფალი იყოს ყველას მფარველი“, – წერენ სოციალურ ქსელში ქართველოი ემიგრანტები.

ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, რომლებითაც მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება მარტივად შეეძლოთ – დაკავებულია 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მათ შეეძლოთ შედარებით მარტივად მიეღოთ თავშესაფარი. საგამოძიებოს ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი, ასევე, ერთ-ერთი […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონი – არნოლდ ჩიქობავას ქ. N49-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:30-დან 17:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა […]

კომაროვის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს

სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2024), რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა 3 მედალი მოიპოვეს. 🔹დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი; 🔹ლუკა წულაია – ვერცხლის მედალი; 🔹გიორგი კეკენაძე – ბრინჯაოს მედალი. საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ: გუნდის ლიდერი – ლუკა მაჭარაშვილი. წევრები: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, რატი რატიანი, მირზა […]