“გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს

“გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს “გაიფიცე საქართველოსთვის,” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს. “ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს! 21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით! ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ! უნდა […]
დღეს წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქულის და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეა

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღმრთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და […]
უკრაინელებმა რუსების გაშვებული 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას ღამით Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, რუსები უკრაინას წუხელ სამი მიმართულებიდან დაესხნენ თავს: რუსეთის ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან და […]
ავიაკატასტროფაში პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. რაისი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მათი ვერტმფრენი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოვარდა, როდესაც ისინი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან ბრუნდებოდნენ. როგორც BBC წერს, 63 წლის რაისი უზენაესი ლიდერის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნეოდა. 28 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი შეასრულებს. […]
ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში ხელისუფლების შტოების ხელმძღვანელებმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ივნისი დაასახელეს, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს საბჭოს ფორმირებას, რომელიც განაგებს ქვეყნის აღმასრულებელ საქმეებს 50 დღის ვადით და ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას. შეგახსენებთ, […]
ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა პრეზიდენტ რაისის „სასტიკი მკვლელი“ უწოდა

ირანის ბოლო შაჰის უფროსმა ვაჟმა, სამშობლოდან დევნილმა ტახტის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფეჰლევიმ „სასტიკი მასობრივი მკვლელი“ უწოდა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის და განაცხადა, რომ ის თანაგრძნობას და სამძიმარს არ იმსახურებს. რაისი 19 მაისს დაიღუპა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. რეზა ფეჰლევიმ, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, განცხადება 20 მაისს ღამით, სოციალური ქსელებით გაავრცელა. ფეჰლევი მიიჩნევს, რომ […]
ჯო ბაიდენი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე – ეს აღმაშფოთებელია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის დასმა არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება „აღმაშფოთებელია”. “ნება მომეცით, გარკვევით განვმარტო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის დასმა არ არსებობს – არანაირი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება“, – აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, სისხლის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს, 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, კორშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში კოტორაანთკარი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის […]
პოლონეთმა რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირები რუსეთის სავარაუდო დივერსიულ შეთქმულებებთან დაკავშირებით დააკავეს. „ამჟამად ჩვენ ცხრა ეჭვმიტანილი გვყავს დაკავებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთის (დაზვერვის) სამსახურების სახელით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ისინი არიან უკრაინის, ბელარუსის და პოლონეთის მოქალაქეები“, – აღნიშნა ტუსკმა. მისი განმარტებით, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს – ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან

დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ”ყოველი გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ, შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით იგვიანებს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის: ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენ ცოტა უნდა შევცვალოთ პარადიგმა“,, […]