პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. “ეს დინამიური პროცესია. […]

თურქეთის პარლამენტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი ივლისში წარედგინება

თურქეთი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს. კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1 -ელ ივნისს იგეგმება. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც “შპიონაჟისა” და “ჯაშუშობის” განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებისთვის”. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) თანახმად, “აღნიშნული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არა […]

თუ ეს კანონი იქნება ისე მიღებული, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას – გერმანიის ელჩი

“ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას,” – ამ განცხადებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აკეთებს. გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას – როცა ქვეყნებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ […]

კანონის მიღების შემთხვევაში, ნატოსა და EU-ს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი – კარპენტერი

ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა – აცხადებს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი. მისი თქმით , აშშ-ის სურვილია, რუსული კანონი გაიწვიონ. ძალიან […]

,, მეგობრებო, ცოტა გრამატიკულად მაინც იბოტეთ. ბიძინას ქართულზე ნუ გადახვალთ” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,ჩემი დაკვირვებით, სამთავრობო მედიის ჟურნალისტებმა წერა არ იციან. რა უხერხულია. ეგო კი აქვთ შესუქებული. მეგობრებო, ცოტა გრამატიკულად მაინც იბოტეთ. ბიძინას ქართულზე ნუ გადახვალთ:))”

გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით – ვიღაცამ ენამოსწრებულად თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს

“ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით , – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო […]

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლომ სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო , რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ აღნიშნა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები დევს , რის გამოც მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმება […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე ხარკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუხდა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. შეგახსენებთ, […]

მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

მოლდოვამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე ავრცელებს. “მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. ეს საშუალებას მისცემს ერთად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები”, – წერს […]

“რაიხის მოქალაქეებს” გერმანიაში გადატრიალების მცდელობისთვის ასამართლებენ

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე შეთქმულებაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი გრძელდება. სამშაბათს სასამართლოს წინაშე წარმდგარ 9 პირს შორის არიან ჰაინრიხ მეცამეტე (როისის პრინცი) – სამეფო დინასტიის შთამომავალი, ყოფილი მოსამართლე და პარლამენტარი, თადარიგის ოფიცრები და სხვები. პროკურორები ამბობენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ იმ ტერორისტული შეთქმულების ხელმძღვანელები, რომლებიც მთავრობის დამხობას და მის ნაცვლად ბიზნესმენის, უძრავი ქონების ინვესტორის – […]