შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – მაიკლ კარპენტერი

შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს; ერთ-ერთი […]
ზარალზე მყოფი გაზპრომი 2023 წლის დივიდენდებს აღარ გადაიხდის – რუსული მედია

ზარალზე მყოფი გაზპრომი 2023 წლის დივიდენდებს აღარ გადაიხდის. ამის შესახებ რუსული პრესა წერს. გასული წლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ, რომლის მთავარი აქციონერი 50,23%-იანი წილით რუსეთის მთავრობაა, 25 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა 629 მლრდ რუბლი ზარალი. ამასთან ერთად, 2024 წლის დასაწყისიდან „გაზპრომმა“ მკვეთრად გაზარდა ჩინეთში გაზის მიწოდება „ციმბირის ძალის“ მეშვეობით, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37,4%-ით […]
აშშ-ის დესპანი: ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზებას სჭირდება ღაზაში სიმშვიდე და პალესტინის მმართველობის საკითხის განხილვა

ისრაელისა და საუდის არაბეთის ოფიციალური ურთიერთობების დამყარება ვაშინგტონის მონაწილეობით სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საჭიროებს ომის შეწყვეტას ღაზაში და პალესტინის მმართველობის პერსპექტივების განხილვას, განაცხადა 21 მაისს აშშ-ის ელჩმა იერუსალიმში ჯეკ ლიუმ. “ვფიქრობ, ღაზაში უნდა დადგეს სიმშვიდის პერიოდი და უნდა გაიმართოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოგვარდება პალესტინის მმართველობის მომავლის საკითხი”, – თქვა ელჩმა. “ჩემი შეხედულება ასეთია, რომ სტრატეგიული […]
შენგენის ვიზა 12%-ით გაძვირდება

მიმდინარე წლის 11 ივნისიდან შენგენის ვიზა 12%-ით გაძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას business-standard–ი ავრცელებს. „ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12%-ით გაზარდოს მოკლევადიანი შენგენის ვიზის ღირებულება (C ტიპის ვიზა). ახალი ვიზა უფროსებისთვის 90 ევრო გახდება, ხოლო 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 45 ევრო“, – ნათქვამია განცხადებაში.
მდინარაძის მტკიცებით, MEGOBARI Act-ის მიზანი “ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივებაა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს ეხმაურება, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. მდინარაძის შეფასებით, ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. “ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის […]
კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება გაორმაგებულია – ვახტანგ ალანია

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “სოფმარის” დირექტორი ვახტანგ ალანია აცხადებს, რომ კონტეინერების გადაზიდვა გაძვირებულია. მისი თქმით, მიზეზი კონტეინერების დეფიციტია. “წლის დასაწყისში თუ 20-ტონიანი კონტეინერის გადაზიდვა $2000 იყო, ახლა გაორმაგდა და $4000-4500 დოლარია. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ გემები აფრიკის გავლით და შორი გზით დადიან. მეორე მიზეზი არის ის, რომ, რადგანაც გადაზიდვის დრო გაიზარდა, კონტეინერების რაოდენობა არ ყოფნის […]
მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას. შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოაწერეს ხელი. ბორელის თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია. „მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას. ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, მუხრანი, ძველი ქანდა, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჩანადირთკარი და საშაბურო; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ფასანაური, ცხვედიეთი, ხევშა, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში; […]
გაზსადენის რეკონსტრუქიის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება

“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ხვალ, 22 მაისის 22:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით 5000 მდე აბონენტს შეუწყდება. მათივე ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს – 23 მაისის, 10:00 სთ-დან და დასრულდება საღამოს 18:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. „გაზის მიწოდება შეუწყდება: შანდორ პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს […]
Politico: EU მზადაა, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ივნისში დაიწყოს

ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დაჟინებით ითხოვენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისიდან დაიწყოს. ამის შესახებ Politico 5 წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემასთან წყაროები ამბობენ, რომ უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ “კულისებში” და ცდილობენ დაარწმუნონ უნგრეთი, მისცეს თანხმობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. როგორც Politico მიუთითებს, მოლაპარაკებების დაწყება ხელს შეუწყობს უკრაინას, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია […]