ხელისუფლების ადგილზე არ ვიჩქარებდი პასუხს – ხიდაშელი MEGOBARI Act-ზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის კონგრესში შესატან კანონის პროექტზე – MEGOBARI Act – პასუხის გაცემა იჩქარა. როგორც თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ამბობს, ჯერ დოკუმენტი ოფიციალურად გავრცელებული არაა და წინმსწრებად გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. საუბარია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კაროლინის […]
კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები – კარპენტერი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონზე უარს არ იტყვის, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მაიკლ კარპენტერის თქმით, ეს კანონი რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით მიდის და ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. მისი […]
ბაიდენი: “არ არსებობს ტოლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის გადაწყვეტილება, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმები და სამოქალაქო პირების გატაცება, ღაზაში ისრაელის სამხედრო პრაქტიკასთან გაათანაბროს. ICC-ის მთავარმა პროკურორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი მოითხოვა. ICC-ის […]
მშვიდობის ხიდის მიმდებარედ ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა. ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიიღეს. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, სპეციალურ […]
ბადრი ჯაფარიძე – “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” – “ქართულ ოცნების” ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში ცვლილებას არ ველოდები

მე შემიძლია, “ქართულ ოცნებაზე” ცნობილი გამონათქვამით გითხრათ – “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. აქედან გამომდინარე, რაიმე ცვლილებას “ქართულ ოცნების” მხრიდან, მათ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში არ ველოდები , – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს საზოგადოების დაყოფის, დაპირისპირების გზა. “ქართულ ოცნებას” არჩევანი უკვე გაკეთებული […]
გრიგოლ გეგელია – წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან – სად არის ამ დროს საქართველო? – ხელჩართულ ომში დასავლეთთან

წყაროები ბრიუსელში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან. სად არის ამ დროს საქართველო? ხელჩართულ ომში დასავლეთთან! , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია facebook-ზე წერს. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავების შანსი. „მანამ სანამ ჩვენი მეგობრები წინ […]
დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები შეხვდნენ კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარეს ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამდა ბინთ ჰასან ალ-სულაითის, საგარეო […]
2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო

2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნული მონაცემები ასახულია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2013 წელი – 18 781; 2014 წელი – 19 298; 2015 წელი – 17 823; 2016 წელი – 16 085; 2017 – 15 789; […]
საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას – გერმანიის ელჩი საქართველოში

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების სივრცის გახსნას. გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. „ეს დინამიკური პროცესია, ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია […]
ქადაგიშვილი MEGOBARI Act-ზე: მცდელობაა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ხელი შეეწყოს

აშშ-ს ხელს აქამდეც არაფერი უშლიდა, რომ საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზება მოეხდინა, რაზეც ამ წერილშია საუბარი […] დღეს ამ თემაზე საუბარი, თან ცოტა არ იყოს შანტაჟის ენით, ჩემი აზრით, იმის მცდელობაა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ხელი შეეწყოს […] ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთი კონგრესმენის განცხადება და ინიციატივაა.