,, ,,ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს” – მამუკა ხაზარაძე

„მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე,“ – ამ განცხადებას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “დღის ამბებთან” აკეთებს: ,,ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი ქართული ოცნებისთვის,. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს ოცნებას […]

,, ნეტა წერა-კითხვა ესწავლათ ამ რაზვადნოი კლუჩებს, უფრო დაცული იქნებოდით სანქციებისგან” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,ამ ქლიბ 84+ ქოცს ჰგონია, რომ ცოლებს და ქმრებს თუ გაეყრებიან და ქონებას და ანგარიშებს იმათზე გადააფორმებენ დაცული იქნებიან. ნეტა წერა-კითხვა ესწავლათ ამ რაზვადნოი კლუჩებს, უფრო დაცული იქნებოდით სანქციებისგან.”

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „გირჩისთვის“ გაერთიანება ხელსაყრელია და ოპოზიციონერ კოლეგებს წარმატებას უსურვებენ. „ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი […]

AstraZeneca სინგაპურში ახალი საწარმოს მშენებლობაში $1.5-ს მილიარდს ჩადებს

ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca სინგაპურში საწარმოს ააშენებს. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ განაცხადა. ობიექტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ექსპლუატაციაში კი ის 2029 წელს უნდა შევიდეს. ახალ საწარმოში ანტისხეულების წამლის კონიუგატის (ADC) წარმოება იგეგმება. ADC – ესაა მკურნალობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გულისხმობს კიბოს უჯრედების განადგურებას მაღალეფექტიანი აგენტების საშუალებით. ეს ხდება […]

თურქეთის პარლამენტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ივლისში წარედგინება

თურქეთი რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთის და საქართველოს კვალდაკვალ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Global Voices-ი ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ეროვნულ ასამბლეას ეს პაკეტი საკანონმდებლო წლის დასრულებამდე, 2024 წლის პირველ ივლისამდე გადაეცემა. პაკეტი მოიცავს, საკანონმდებლო შესწორებას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის ჯარიმებს „უცხოური გავლენის აგენტებისთვის“, „ჯაშუშებისთვის“ და „შპიონაჟის“ განმარტებას აფართოებს. კრიტიკოსები […]

ელჩი: თუ კანონს ამ ფორმით მიიღებთ, გერმანია მხარს არ დაუჭერს EU-სთან მოლაპარაკების გახსნას

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს. ის ამბობს, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ, ეს კანონი კი ამ სტანდარტზე დაბლაა. ელჩი იმეორებს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს. “ეს დინამიკური პროცესია. […]

თუ კანონს ამ ფორმით მიიღებთ, გერმანია მხარს არ დაგიჭერთ მოლაპარაკებების დაწყებაზე – ფიშერი

ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია. არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი […]

ჰადას მეიცადი – ყველამ, ვისაც მორალური კომპასის საბაზისო გრძნობა გააჩნია, უნდა გამოვიდეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება უარყოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლის კარიმ ხანის გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ელჩი კარიმ ხანის განცხადებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ, აფასებს აბსურდულ მცდელობად, დასვას ტოლობა ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის. “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია. ეს […]

გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, სიას სათავეში ჩაუდგეს – ეს ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს

“ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით , – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო […]

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე‘‘ სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრი, პანელური დისკუსიის – „დაბალანსებული მიდგომების შემუშავება სკოლამდელი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე‘‘ ფარგლებში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგა და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების […]