ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წამომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წამომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ცესკო-ს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის […]

ლარი დოლართან 2.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან 3 თეთრით – 21 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.62 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 3.01 თეთრით. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7274 ლარია, ერთი ევროსი – 2.9639 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.02 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი – 2.97 ლარი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვის უბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ხევძმარის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა

ირანი ახალ პრეზიდენტს 28 ივნისს აირჩევს. რამდენიმე დღის წინ ირან-აზერბაიჯანის საზღვართან, ირანის სახელმწიფო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად მასში მყოფი ყველა მგზავრი მათ შორის პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები დაიღუპნენ. თუმცა არჩევნებამდე ირანი გლოვობს, ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამეინის გადაწყვეტილებით ირანში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული. რაც შეეხება პრეზიდენტის დაკრძალვას, ებრაჰიმ რაისს ოთხშაბათს, 22 მაისს დაკრძალავენ. არჩევნებამდე, ირანის პრეზიდენტის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ […]

ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას ენმ-ის გარეშე — ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ემხრობა ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბებას ნაციონალური მოძრაობის გარეშე. როგორც ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები, თუმცა მეტ დეტალს ჯერ ვერ გაამხელს. „მე არ ვეთანხმები ერთიანი [ოპოზიციური] სიის იდეას. მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. […]

გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია „არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ,“ – განაცხადა […]

გია ვოლსკი – უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა – უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი, ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფებოდა, გაგვიჩნდა მოლოდინი, ვინმე მაღალი დონიდან – აშშ-დან, ევროკავშირიდან განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და რომ დაუშვებელია არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის განცხადებით, ელოდებოდნენ, რომ აღნიშნული პროექტის […]

პეტერ ფიშერი – თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. “ეს დინამიური პროცესია. […]

რუსეთი ხარკივის დაბომბვას განაგრძობს, უკრაინამ 28 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის ხარკივის ოლქის გუბერნატორმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტერიტორიას რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა. უკრაინის ჯარში კი ამბობენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რეგიონში 29-იდან 28 რუსული დრონი ჩამოაგო. ხარკივის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე სახლი დააზიანა და შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერხი ლისაკის მიერ გავრცელებული […]