“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის… ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია” – ზურაბიშვილი მაკრონს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ვიდეომიმართვაში გაჟღერებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც “ქართული ოცნების” ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ არჩევანს გადაუხვიონ! გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება!” – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

ევროინტეგრაციის კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარეს, ლევან მახაშვილს ვარშავაში შეხვედრაზე მიწვევა გააუქმეს

პოლონელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ,,ოცნების” პარლამენტის ე.წ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ლევან მახაშვილისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმეს. აგნიესკა პომასკა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტომაშ გროდცკისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვარშავაში, 2025 წლის 26-27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ. ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც დემოკრატიის უკანდახევას უკავშირდება. […]

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა

ავარიას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, იმ დროს მოხდა, როცა 50 წლამდე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა. მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებები მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს – მადლობა მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია. “ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ევროპა თავისუფალი არჩევანია ქართველი ხალხის, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის მანდატი არ მიუცია შეტრიალებისთვი! მადლობა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დააშინონ,” – წერს ზურაბიშვილი.

ირაკლი კობახიძე – გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში და ჩვენ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი, როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა სურვილი აქვთ, ამისათვის დაგვსაჯონ, რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია

საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი, ყველა თვალსაზრისით, 2012 წლის შემდეგ, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველანაირად ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას და ეს პროცესები ახლა არ დაწყებულა. „რამდენიმე წელია, აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. […]

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში, ეს არის ჩვენი ხელწერა

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იყო ძალიან უხეში და სისტემური, პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ ჩვენ ვიცავთ პროპორციულობის პრინციპს. ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ძალა არ გამოვიყენოთ […]

პროტესტის მე-16 დღე თბილისში

თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკვე 16 დღეა მიმდინარეობს პროტესტი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლამდე ევროინტეგრაცია „დღის წესრიგიდან ამოიღოს“. დედაქალაქში დღეს სხვადასხვა და მრავალი საპროტესტო აქცია ჩატარდა, თითქმის ყველა დიდ გამზირზე იყო მსვლელობები და შედეგად — პარალიზებული მოძრაობა. მომიტინგეებმა ახლა რუსთაველზე, პარლამენტთან მოიყარეს თავი.

ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს – ეკა სეფაშვილი

„ევროპის საბჭოს შეუძლია 16 დეკემბერს გასამართ სხდომაზე საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც […]

უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას მიმართ რადიკალების მიერ დღეს გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას სოლიდარობას უცხადებს. „უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა. ეს ის ბრძოლაა, სადაც აგენტურის ხვედრი წინასწარ არის განსაზღვრული: “ლოდი რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა […]

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ციურიხში, ფიფა-ს ოფისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი მესამე კალათაში იყო განთესილი. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა: 1. ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, 2. თურქეთი, საქართველო, 4. ბულგარეთი. წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული […]