ირაკლი კობახიძე – შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდა არაერთ ორგანიზაციაში ძალადობრივი აქციების მსვლელობისას და ოფისებიდან მასალების ამოღების შედეგად, მთლიანად განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე და მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, ვინ დგას „საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებების უკან“. მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესია, დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაუზიაროს. „თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზეც ზოგადად შემიძლია ვისაუბრო. […]

ასადის დაცემა შესაძლებლობას იძლევა, გავანადგუროთ ქიმიური იარაღი სირიაში – აშშ-ის წარმომადგენელი OPCW-ში

ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ აშშ ხედავს შესაძლებლობას, განადგურდეს ქიმიური იარაღი სირიაში, რომლითაც დაიხოცა და დაშავდა ათასობით ადამიანი სამოქალაქო ომის დროს ამ ქვეყანაში. ეს განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკოლ შამპეინმა. ორგანიზაციის საგანგებო სესიის წინ შამპეინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ორგანიზაციის მცდელობას სირიის ქიმიური იარაღის არსენალის მოსპობის საქმეში. „სირიის რეჟიმმა, ასადის […]

“მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი გადმომეცა…“ – საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს

ქარ­თველ ხალ­ხს საფრანგეთი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მი­მარ­თავს. თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში მაკ­რო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ საფ­რან­გე­თი დგას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. “ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო მე­გობ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პირ­ვე­ლი წლის­თა­ვის წინა დღეს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნიე, ეს გზავ­ნი­ლი ამ მოკ­ლე ვი­დე­ოს მეშ­ვე­ო­ბით გად­მო­მე­ცა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის ღა­ლა­ტი არ […]

“მე აქა ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ მოვიფიქროთ როგორ მოვაწყოთ არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არსად არ მიდის, რადგან საქართველოს ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი და ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წარმომადგენელია უცხოელებთან. “არსად არ მივდივარ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად […]

კმაყოფილი ვარ სავიზო შეზღუდვებით, აშშ-მა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ოფიციალური პირების წინააღმდეგ – ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი

კმაყოფილი ვარ სავიზო შეზღუდვებით, აშშ-მა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ოფიციალური პირების წინააღმდეგ – ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი კმაყოფილი ვარ სავიზო შეზღუდვებით, აშშ-მა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და დააწესოს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ოფიციალური პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. შაჰინი აღნიშნავს, რომ ის კმაყოფილია ოფიციალური პირების […]

„გერმანული კომპანია Gebr. Heinemann, რომელიც ლიეტუვის აეროპორტებში Duty Free-მაღაზიებს მართავს, ლუქს-ბრენდების პროდუქციას რუს ოლიგარქებზე ყიდის”- LRT-ის გამოძიება

„გერმანული კომპანია Gebr. Heinemann, რომელიც ლიეტუვის აეროპორტებში Duty Free-მაღაზიებს მართავს, ლუქს-ბრენდების პროდუქციას რუს ოლიგარქებზე ყიდის”- LRT-ის გამოძიება გერმანული კომპანია Gebr. Heinemann, რომელიც ლიეტუვის აეროპორტებში Duty Free-მაღაზიებს მართავს, რუს ოლიგარქთა კომპანიებს ლუქს ბრენდების აწვდის,- ამის შესახებ ლიტვური საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT-ის, ჟურნალისტურ გამოძიება გვამცნობს. Gebr. Heinemann მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბაჟის გარეშე ვაჭრობის საქონლის გაყიდვასა […]

ირაკლი კობახიძე – შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ მასალებს ძალადობისთვის

შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ძალები იმარაგებდნენ მასალებს ძალადობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, საპროტესტო გამოსვლებს ჰქონდა ერთადერთი მიზეზი – „ოპოზიციას და მათ პატრონებს არ სურდათ, შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას“. „ეს მოლოდინი გვქონდა, ჩვენ გარკვეული ინფორმაციაც გვქონდა, ასეთ სამზადისთან […]

პოლონეთმა COSAC-ზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა

პოლონეთმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის – სეიმის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომაშ გროძკი და პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, აგნიეშკა პომასკა ავრცელებენ. “დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო მოვლენებს საქართველოში, […]

ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ნაცვლად ვითხოვთ საქმეს და ვსაუბრობთ საქმეზე – 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულებული ექნება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ – ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, არ მინდა დღეს დავაკონკრეტო, რომ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ ქცევა

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ – ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ. “ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო […]