მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ციურიხში, ფიფა-ს ოფისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი მესამე კალათაში იყო განთესილი. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა: 1. ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, 2. თურქეთი, საქართველო, 4. ბულგარეთი. წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული […]
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს: “ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა […]
ემანუელ მაკრონი – საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ – მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა – გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა

საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი გავრცელებულ მიმართვაში აგანცხადა. ემანუელ მაკრონის განცხადებით, სჯერა, რომ არსებობს გზა „თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ და […]
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს მოუწევს პენსიაზე გასვლა

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა. „სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო […]
ემანუელ მაკრონი – ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება – გზა დასახულია, საქართველოს შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან – ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება – საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს – ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის […]
ოკამი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმში აქცია „ევროპული მომავლისთვის“ მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ მეზღვაურები მარშით შეუერთდნენ, ისმის შეძახილები “გადადექით”. აქციის მონაწილეები, ამბობენ, რომ ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად ბათუმელები ქუჩაში გამოვიდნენ და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. “300-მდე ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები, ამ ძალადობის გამო არცერთი მოძალადე სამართალდამცავი არ არის დაკავებული. მშვიდობიანად ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება სახლში არ წავა. მნიშვნელოვანია […]
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ, წარმატებას ქუჩაში აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ, თუმცა ქუჩაში წარმატებას იგივე რესურსი სჭირდება, რაც არჩევნებში წარმატებას

ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ, წარმატებას ქუჩაში აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ, თუმცა ქუჩაში წარმატებას იგივე რესურსი სჭირდება, რაც არჩევნებში წარმატებას – ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ, ვერავითარ შედეგს ვერც ქუჩაში მიაღწიეს. აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებული […]
მაკრონი: ქართველებს საშუალება უნდა მიეცეთ, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს. მიმართვის ვიდეოს და პრეზიდენტის განცხადების ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა, თუკი მშვიდობიან დემონსტრაციებს არაპროპორციული ძალით ჩაახშობენ. იგი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებმა “ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი” “საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ […]
პერსონალური და ეკონომიკური სანქციები – ევროპარლამენტარების დელეგაცია თბილისში ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში მაღალჩინოსნებს მიმართავს

ევროპარლამენტარების 7-წევრიანი დელეგაცია თბილისში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასა და ევროკომისარ მარტა კოსს მიმართავენ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირებას ითხოვენ თითოეული წევრი ქვეყნისაგან. 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ისინი აღწერენ დემონსტრანტებსა და მედიაზე ძალადობას, პოსტსაარჩევნო ვითარებას და ამბობენ: „ჩვენ ევროპარლამენტს და წევრ ქვეყნებს ვუბრუნდებით დრამატული გზავნილით, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას“. „ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ […]