თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 08:00 – გლდანის სამეზობლოს მარში – გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა); 08:00 – დიდი დიღმის სამეზობლოს მარში – ანბანის სკვერი; 12:00 – სტუდენტური ჯგუფი – თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი; 12:00 – თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! – გლდანის ციხე; 12:00 – მსვლელობა ბანკებთან – შენი […]

ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული კომისია საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა. “ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ – დაწერა იოზვიაკმა X-ზე ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ. ევროპული საბჭო ქართული […]

უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განხორციელდა – იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია

უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემაზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს ძირითადი სისტემების მუშაობა დროებით შეჩერდა. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაანადგურეს ყველა მონაცემი, რომელზეც წვდომა ჰქონდათ, მათ შორის სარეზერვო ასლები სერვერებზე პოლონეთში. უკრაინის ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიბერშეტევამ გამოიწვია […]

2024 წელს უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 16%-მდე გაიზარდა, ხოლო ადგილობრივზე 10%-ით – „კულა“

წინა წელთან შედარებით, საექსპორტო ქვეყნებში გაყიდვები 14-16%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 10%-ით, – საკონსერვო წარმოება “კულას” დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, წარმოების 70% ექსპორტზე იყიდება და კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის, კანადისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებს. “საკმაოდ ნორმალური წელი იყო. კარგი მოსავალიც გვქონდა. მართალია ნედლეულზე ფასები გაიზარდა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხილი გვქონდა და […]

2015 წლის შემდეგ აშშ-დან ინვესტიციები 10-ჯერ, სავაჭრო ბრუნვა 6-ჯერ, ფულადი გზავნილები კი 5-ჯერ გაიზარდა

საქართველო – აშშ-ს ეკონომიკური კავშირები ბოლო წლებში ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2015-2023 წლებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აშშ-სთან გაიზარდა ექვსჯერ. ეს ზრდა ძირითადად იმპორტის მხრიდან იყო განპირობებული, განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც ავტომობილების იმპორტი აშშ-დან მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, აშშ-ის წვლილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვაში სტაბილურად იზრდება. ამის შესახებ წერია PMC ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში. 2015-დან 2023 […]

ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი – ქართველის კარგი თამაში “ოკლაჰომასთან” საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “ოკლაჰომა სიტი თანდერთან” 99:105 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ოკლაჰომას” ვარსკვლავი შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, კანადელმა უკანახაზელმა 36:25 წუთში 35 ქულა, 4 […]

SKA კომპანიის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

SKA განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და კრიტიკას კომპანიის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მტკიცედ სწამთ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს. “როგორც ცნობილია, საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები კომპანიების პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. გვსურს გავაკეთოთ მოკლე განცხადება, რათა უფრო მკაფიოდ გავაცნოთ ყველას სკას ხედვა და მისწრაფებები. სკა დაარსდა 2019 წელს ჩვენი […]

Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8000-ით გაიხსნა

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8000-ით გაიხსნა. გუშინდელი ვაჭრობა პლატფორმაზე 2.7999-ით დაიხურა. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 20 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8091 ლარი. · 1 ევრო – 2.9248 ლარი. · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5535 ლარი. · 1 თურქული ლირა – […]

ეზიდები „აიდა ეზიდს“ აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ ეზიდებს აიდა ეზიდს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს მთელი მსოფლიოს ეზიდები თავიანთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, სამდღიანი მარხვის შემდგომ უფლის სადიდებელ დღეს აღნიშნავენ. „ეზიდთა რწმენის თანახმად, სწორედ, ამ კვირის დასაწყისში შეიქმნა დედამიწა, დღეს კი უფლის სადიდებელი, სამყაროს დაბადების დღე აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Perplexity-მ საინვესტიციო რაუნდზე 9 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო

ამერიკულმა სტარტაპმა Perplexity-მ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემის შემქმნელმა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მეოთხე საინვესტიციო რაუნდი გამართა, რომლის დროსაც იგი 9 მილიარდ დოლარად შეფასდა. კომპანიამ 500 მილიონი დოლარი შეაგროვა საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ Institucional Venture Partners, Nvidia Corp., New Enterprise Associates, B Capital და T Rowe Price, წერს Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. კალიფორნიული სტარტაპი […]