ეზიდები „აიდა ეზიდს“ აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ ეზიდებს აიდა ეზიდს ულოცავს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს მთელი მსოფლიოს ეზიდები თავიანთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, სამდღიანი მარხვის შემდგომ უფლის სადიდებელ დღეს აღნიშნავენ.
„ეზიდთა რწმენის თანახმად, სწორედ, ამ კვირის დასაწყისში შეიქმნა დედამიწა, დღეს კი უფლის სადიდებელი, სამყაროს დაბადების დღე აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ