[დღეს] ევროპული კომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი გუშინ ღამით პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ევროკომისია წინადადებით გამოვა. „ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ (20 დეკემბერს) ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ – წერს იოზვიაკი. ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის […]

„ქართული ოცნების“ მოლოდინები მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? – ვოლკერი

„ქართული ოცნების“ მოლოდინები მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? – ვოლკერი NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან და ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მხრიდან არსებულ მოლოდინებზე “რადიო თავისუფლებას” ინტერვიუ მისცა. კურტ ვოლკერმა ივანიშვილის გუნდის იმედებს მცდარი უწოდა და რიტორიკული კითხვა […]

2025 წელს აშშ-ში ახალი მანქანების გაყიდვები 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება – ექსპერტები

ახალი მანქანების გაყიდვები შეერთებულ შტატებში 2025 წელს ექვს წელიწადში უმაღლეს დონემდე მოიმატებს დაბალი საპროცენტო განაკვეთების და ავტომობილების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გამო. ამის შესახებ CNBC ინდუსტრიის ანალიტიკური კომპანიების პროგნოზებზე დაყრდნობით იტყობინება. Cox Automotive-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სამგზავრო და მსუბუქი სატვირთო მანქანების გაყიდვები მომავალ წელს 16.3 მილიონს მიაღწევს, ხოლო S&P Global Mobility და Edmunds 16.2 მილიონ მანქანას […]

მედია – რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის არხების განცხადებით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, […]

დასავლეთის მიმართულებით ამდენი წლის მუშაობა წყალში იყრება… ახალი კონტრაქტები არ გვაქვს – “ფაფრის ველი”

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ვითარება და დასავლეთისგან იზოლაცია სამომავლოდ მათ ექსპორტზე ნეგატიურად აისახება. როგორც კომპანია „ფაფრის ველში“ BMG-ის განუცხადეს, ჯერჯერობით დასავლელ პარტნიორებთან არსებულ კონტაქტებში პრობლემები არ შექმნილა, თუმცა ახალი ხელშეკრულებებიც არ გაუფორმებიათ. კომპანიის დამფუძნებლის, შალვა ქურდაძის თქმით, პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, ევროპულ ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი შემცირდება. „ჩვენ ახლა […]

დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „ნებისმიერი […]

გუდაურის აბონემენტების შესაძენად მობილური აპლიკაცია SKIPASS შეიქმნა

სპეციალურად მთის კურორტებისთვის შექმნილი აპლიკაცია SKIPASS-ით შესაძლებელია შეიძინოთ ან შევასოთ საბაგიროს ბარათი. SKIPASS.GE: პირველი აპლიკაცია საქართველოს მთის კურორტებისთვის საქართველოს მთის კურორტებისთვის შეიქმნა ინოვაციური აპლიკაცია – SKIPASS, რომელიც მომხმარებლებს მობილური აპლიკაციით სთავაზობს საბაგიროს სათხილამურო ბარათების მართვას. MTA-სთან პარტნიორობით შექმნილი SKIPASS აერთიანებს საქართველოს ყველა წამყვან კურორტს – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია, რათა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი და […]

ზელენსკიმ ევროკავშირს ივანიშვილზე ზეწოლისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, არ დაუშვას საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა. როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, […]

ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული კომისია საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა. “ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ – დაწერა იოზვიაკმა X-ზე ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ. ევროპული საბჭო ქართული […]

თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 08:00 – გლდანის სამეზობლოს მარში – გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა); 08:00 – დიდი დიღმის სამეზობლოს მარში – ანბანის სკვერი; 12:00 – სტუდენტური ჯგუფი – თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი; 12:00 – თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! – გლდანის ციხე; 12:00 – მსვლელობა ბანკებთან – შენი […]