არმაზ ახვლედიანი – ეს არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც სიბნელისა და სიღატაკის წყაროა

არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, იზოლაციას უარი უთხრა, რომელიც სიბნელისა და სიღატაკის წყაროა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მთავარი გამოსავალი ერთიანობაა, რაც საქართველოში ევროპულ კეთილდღეობას გზას გაუხსნის. „რა უნდა იყოს ამაზე მარტივი არჩევანი, მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, […]
შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკანასკნელ წლებში სწრაფად ვითარდება. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას აზიისა და ევროპის გასაყარზე. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე […]
სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს და ნინოწმინდის მერს მიმართავს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისკენ მოუწოდებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღემდე არ დაფუძნებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა, საჭიროება ნამდვილად არსებობს – ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დროულად მიიღოთ ზომები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასაფუძნებლად! – ასე მიმართავს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მისი ცნობით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში […]
ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია, მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია

ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია, მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მმართველი გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების […]
TI: ბორჯომის კეთილმოწყობის უფროსის შვილმა ბორჯომის სახელმწიფო შესყიდვებით ₾1 მლნ-მდე მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, შპს ბორჯომის კეთილმოწყობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის შვილს, ზურაბ გოგოლაძეს, 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირების 32 სახელმწიფო შესყიდვით, 800 568 ლარი დაერიცხა. ორგანიზაციის ცნობით, გოგოლაძემ თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო. “ჯემალ გოგოლაძე 2022 წლის აპრილიდან შპს ბორჯომის კეთილმოწყობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, […]
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დღეს, 4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება გარდაუვალი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, კულებას განცხადებას გადადგომაზე კანონმდებლები მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. Ukrainska Pravda თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კულებას […]
ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე

ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირაა დარჩენილი. დღემდე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო 7 კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის, რა […]
დეპუტატები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, დეპუტატები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. პროექტით განისაზღვრება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან, განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
კობახიძე: თავდასხმის რისკის ქვეშ არიან „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომების შესახებ. პრემიერმა განმარტა, ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებებზე, მხარდამჭერებს რატომ მიმართავს მინის ბარიერიდან. კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა „ევროკომისრისგან მოსმენილი მუქარა“. „ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, […]
ლინას ლინკევიჩუსი – საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს – არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლიეტუვის ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს. საქართველოში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ლინკევუჩუსი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ იმას, რასაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აკეთებს, არაფერი აქვს საერთო არც ევროკავშირთან და არც […]