თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები – კობახიძე

პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან „რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც“ არიან. ამის შესახებ მან დღეს, 4 სექტემბერს, განაცხადა, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კობახიძემ კვლავ მოიყვანა მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა, ასევ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა. მან ისევ ისაუბრა იმაზე, რომ „ერთ-ერთი ევროკომისრის პირით […]
ირაკლი ზარქუა – მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ – რჩევა მაქვს: ფხიზელი დადგეს!

მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ – თვითონ ხაზარაძის პარტიასაც არ აქვს შანსი, “მკვდარი მკვდარს აეკიდაო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს უავტორიტეტო პრეზიდენტები ჰყავდა. „მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, […]
ლინას ლინკევიჩუსი – „ქართული ოცნების“ ქმედებებზე კითხვა „რატომ“, ჩემთვის პასუხგასაცემია, თუ საქმე ფულს ეხება, საკმარისი ფული აქვთ – დამატებითი ფული?! – ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი

ივანიშვილს შევხვდი რამდენჯერმე, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და ჩემი შეგრძნებით, ის არ იყო პრორუსი, ჩემი შეგრძნება იყო, რომ ის არის პრობიძინისტი, მაგრამ, ამავდროულად, მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს პატრიოტია. უნდა იყოს. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია,- ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამის მიუხედავად, ლინკევიჩუსი აცხადებს, […]
პაატა მანჯგალაძე – მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს“. „მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის – როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და […]
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა დანაკარგების შესახებ ტყუის და მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ. ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ და მისი პრეზიდენტობის დროს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ამაში კი დამნაშავე „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი […]
რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო დასასვენებელი ადგილი თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო

რუსეთის ტურიზმის ასოციაციის (АТОР) ინფორმაციით, რუსებისთვის ზაფხულში საინტერესო თურქეთი, აფხაზეთი, საამიროები და ეგვიპტე იყო. მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 90%-მა ზაფხულში 6 ქვეყანაში იმოგზაურა. პირველ ადგილზე თურქეთია, რომელსაც სამ თვეში 2.75 მლნ რუსი ეწვია. რუსეთის მოქალაქეების ინტერესი ანტალიაზე გაიზარდა, რომელსაც რუსეთიდან 1.75 მლნ დამსვენებელი ეწვია. მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია, რომელსაც რუსეთის ტურიზმის ასოციაცია ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს. […]
შეეხება თუ არა ე.წ. „რუსული კანონი“ საბანკო სექტორს? – არჩილ თალაკვაძის განმარტება

რა ნაწილში შეეხება „რუსული კანონი”“ ბანკებს და რა ინფორმაციის გაცემა მოუწევს სექტორს საჯარო რეესტრისთვის – ეს კითხვები BMG-იმ “ქართული ოცნების” წევრებს დაუსვა. მათმა ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა, ნაწილის პასუხი კი ისევ კითხვებს ტოვებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აღიარებს, რომ კანონი ბანკებსაც შეეხება. „კანონში არ არის რაიმე მექანიზმი, რომ ბანკს მონაცემების გამოქვეყნების აპრიორი ვალდებულება აქვს. […]
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას. საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ […]
ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა – WISE CAMP მიმდინარეობს

ლიბერთი „მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა. აღნიშნული ბანაკი, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და […]
რომან გოცირიძე – პრემიერის განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, პირდაპირი მუქარაა, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ და ეს დაბრალდება „გლობალური ომის პარტიას“

კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, “გლობალური ომის პარტია”, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ “დუშკაბინით” და დაჯავშნილი შუშით – ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის […]