პრემიერი – „კოშმარი“ აგენტების ტერმინია, უცხოელი აგენტების ტერმინი – არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, მომავალში იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ, ამით ის დამატებით საკუთარ როლს შიფრავს

სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ მარიონეტია, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მათ შორის, იმ უცხოელებმაც იციან, ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას ნულოვანი ფასი აქვს. „რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, საერთოდ არავითარი ფასი არ […]

„სამართლიანი არჩევნები“ – წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადად ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს […]

ანა ბუჩუკური – 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც ბავშვთა კვების უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, გაჩერებულია – მოვუწოდებთ “ოცნებას“, სასწრაფოდ დაიწყონ სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა

დაახლოებით, 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია – ჩვენი გუნდი “ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, “განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების […]

მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს

მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს – პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის დამტკიცებით აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. შედეგად, 2027 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას […]

ირაკლი კობახიძე ლაშა ბაქრაძეზე – ამ კაცს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ყველას მხრიდან არის დასაგმობი

ამ კაცს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც მან გუშინ გააკეთა, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო. „აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციებისთვის სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა, მაგრამ […]

ოზურგეთში და ლანჩხუთში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების შედეგად, 50 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წყალმომარაგების პროექტები გურიის რეგიონში მაღალი ტემპით მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების პროექტის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ამჟამად, ოზურგეთში და ლანჩხუთში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება. „მთლიანობაში, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დაახლოებით 50 000-მდე ადამიანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეტაპობრივად, წლის ბოლოს და ასევე, მომავალ წელს ოზურგეთში და […]

“კონტეს არ სურდა ოსიმენს ნაპოლის ფეხბურთელებთან კონტაქტი ჰქონოდა, რადგან…” – იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “გალათასარაიმ” ერთსეზონიანი იჯარით “ნაპოლიდან” ვიქტორ ოსიმენი დაიმატა. მოგეხსენებათ, ნიგერიელი ნეაპოლური გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. Radio CRC-ს ჟურნალისტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიიღო, რადგან იტალიელი სპეციალისტი თვლიდა, რომ თუ ოსიმენი პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა და სამატჩო განაცხადში მოხვდებოდა, გასახდელში სიტუაციას გააფუჭებდა. “ვინ მიიღო ოსიმენის პირველი გუნდიდან მოკვეთის […]

ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა […]

ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 43 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს

ბანკი შემოსავალი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, მლნ. ლარი საქართველოს ბანკი 200 თი–ბი–სი ბანკი 196 ბაზის ბანკი 10 პროკრედიტ ბანკი 9 პაშაბანკი 6 ქართუ ბანკი 6 ტერა ბანკი 4 კრედო ბანკი 3 ხალიკ ბანკი 2 იშ ბანკ 1 ზირაათ ბანკი 1 პეისერა 0.3 სილქ ბანკი 0.2 ვი–თი–ბი ბანკი 0.0 ჰეშბანკი 0.0 პეივბანკი 0.0 ლიბერთი ბანკი -2

აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 143 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 143 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „მათ შორის 103 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის […]