უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე ადრეი სიბიგა შეცვლის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ადრეი სიბიგა დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ავრცელებს. პარტია “ხალხის მსახურმა” 4 სექტემბერს სხდომა გამართა, რომელზეც საუბარი მთავრობის “გადატვირთვას” ეხებოდა. სხდომის შედეგად, არახამიას ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დაიკავებს. იუსტიციის მინისტრის თანამდებობას […]
აშშ-ში 30 წელზე უმცროსი ამომრჩევლების ნახევარს სურს ხმის მიცემა კამალა ჰარისისთვის – გამოკითხვა

30 წლამდე ამერიკელი ამომრჩეველთა ნახევარი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, იუწყება NBC News გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. ამგვარად, 18-29 წლის რესპონდენტთა 50%-მა ე.წ. Gen Z თაობიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან არჩევნებში ხმის მიცემისთვის, თქვა, რომ აირჩევდნენ ჰარისს, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდება. ამასთან, […]
B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 კლინიკა ჩაერთო

B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში ამ ეტაპზე პროგრამაში 15 კლინიკა მონაწილეობს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს კლინიკებია: ,,ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი”, იმერეთი, ქ.ქუთაისი, პეტრე ჩხობაძის ქ.N20; ,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი”, ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N27/გრიშაშვილის მე–4 შესახვევი N9; ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”, ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40; “სალიხ აბაშიძის […]
აშშ-მა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული მედიები, მათ შორის Russia Today და მასთან ერთად, გამოცემის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. როგორც მედუზა იტყობინება ამის მიზეზი “მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა”. მთლიანობაში, აშშ-ის მიერ სულ სანქცირებულია 10 ფიზიკური პირი და ორი ორგანიზაცია. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენა RT-ის ორ თანამშრომელს, […]
შტატ ჯორჯიაში, სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც

ამერიკის შტატ ჯორჯიაში სკოლაში სროლის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სროლა აშშ-ის შტატ ჯორჯიაში, ქალაქ უანდერში მდებარე აპალაჩის უმაღლეს სკოლაში მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, ამ მომენტისთვის, ოთხი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი, 30-ზე მეტი დაჭრილია. წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელიც სასკოლო ასაკისაა, ამ მომენტისთვის დაკავებულია, თუმცა უცნობია დადიოდა თუ […]
გლდანში, სადაც ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავეს, IRI-ს წარმომადგენლები მივიდნენ

გლდანში, სადაც საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავეს, IRI-ს წარმომადგენლები მივიდნენ. IRI-ს წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციას გაეცნენ და თვითმხილველებს გაესაუბრნენ. “ვაკვირდებით პროცესს, პროცესის მონაწილეები არ ვართ. ასე რომ, დავაკვირდებით რა ქმედებებს განახორციელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ ინციდენტთან დაკავშირებით და ასევე, რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ოფისსაც” , – აღნიშნეს მათ ჟურნალისტებთან საუბარში.
ვაშინგტონი ისრაელსა და “ჰამასს” ზავისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელსა და “ჰამასს” ძალისხმევა არ დაიშურონ, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად. ომი ღაზაში უკვე თითქმის 11 თვეა გრძელდება. 100-ზე მეტი მძევალი, რომელიც ისრაელიდან “ჰამასის” მებრძოლებმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცეს, კვლავ ტყვეობაში იმყოფება. “ათობით მძევალი კვლავ ღაზაში რჩება, კვლავ ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რომელმაც ისინი შინ უნდა დააბრუნოს. […]
კობახიძის დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ჩვენი პოლიტსაბჭოს ორი წევრი – ნაცმოძრაობის განცხადება

ირაკლი ეძგვერაძის და ირაკლი ნადირაძის დაკავების ფაქტს ნაცმოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა: ,,დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ […]
საქართველო V მოლდოვა – ახალგაზრდულის მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, 21-წლამდელების მოლდოვასთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია […]
აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს. ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები. გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ არჩევნებში […]