,, პარტიები იკრძალება უკრაინაშიც, მოლდოვაშიც და ამას ევროკავშირისგან დადებითი შეფასებები აქვს” – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ,,იმედის” ეთერში განაცხადა: ,,ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში,მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ უნდა […]

10 უმსხვილესი უცხოური კომპანია, რომლებიც რუსეთში ოპერირებას განაგრძობენ

Forbes Russia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსთვის 3.3 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა იმ 10 უმსხვილესი უცხოური კომპანიის შემოსავალმა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას დღემდე განაგრძობენ. გასული წლის განმავლობაში მათი საერთო შემოსავალი 39%-ით გაიზარდა. 10 უმსხვილესი უცხოური კომპანია, რომლებიც რუსეთში ოპერირებას განაგრძობენ შემდეგია: – Chery · რუსული ლეგალური საწარმო: Chery Automobiles Rus, Jetur Motor Rus · ინდუსტრია: ავტომობილები · სათავო […]

მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს ერთ საათში აფიქსირებს

მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია. ამ „თხევადი ბიოფსიისათვის“ საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და სულ რაღაც ერთი საათი. აფიქსირებს გლიობლასტომასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს — ეს გახლავთ თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპი. მეთოდი გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტსა და მარკერს ბრწყინვალე სიზუსტით ჯობნის. რევოლუციური […]

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ, მუდმივ რეჟიმში მიდის საუბარი მათ ოფისებში ასეთ პროვოკაციებზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისივე თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში ძალიან მარტივად გამოდის მათი ოფისებიდან ინფორმაცია. „რეალურად ეს არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და მათ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ და მუდმივ რეჟიმში მიდის […]

აშშ სანქციებს უწესებს RT-ს, “რია ნოვოსტის” და მარგარიტა სიმონიანს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აწესებს მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა“ და მისი შვილობილი კომპანიების – „რია ნოვოსტის“, RT-ს, Ruptly-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსული მედიასტრუქტურები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეარყიონ ამომრჩევლების ნდობა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესების მიმართ. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია რუსეთის მცდელობებზე, თავისი საინფორმაციო […]

ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა – ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა. 4 სექტემბერს, ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები – შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს. შოთა ნონიკაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „თითოეული […]

IfW–ს ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს გერმანიის მშპ 0,1%-ით შემცირდება

გერმანიის ეკონომიკისთვის პოზიტიურმა წინასწარმა სიგნალებმა არ გაამართლა, ქვეყნის მშპ კვლავ შემცირდება 2024 წელს, ნათქვამია კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის(IfW) მიმოხილვაში. IfW–ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მშპ წელს 0,1%-ით შემცირდება. ამრიგად, კლება ზედიზედ მეორე წელი დაფიქსირდება – 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. ზაფხულში IfW ელოდა, რომ ქვეყნის მშპ წელს 0,2%-ით გაიზრდებოდა. interfax

ყოველ ჯერზე რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს

ყოველ ჯერზე რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება ჯერჯერობით მშვიდ გარემოში. ასეთია დღევანდელი ვითარება თუმცა რისკები არსებობს , – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი […]

აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა მარგარიტა სიმონიანი

აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა მარგარიტა სიმონიანი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, სანქციების ქვეშ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი RaHDit-ი მოყვნენ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, “ფეიკებისა” და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, წლის დასაწყისში RT-ის ხელმძღვანელობამ ამერიკელი ინფლუენსერების რეკრუტირება დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებზე […]

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, რუსული სახელმწიფო მედია RT-ისა და 9 სხვა მედიასაშუალების რედაქტორები დაასანქცირა. მიზეზად, 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა სახელდება. ამერიკის ხაზინაში ამბობენ, რომ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ამ მედიასთან ასოცირებული სხვა პირები, სოციალური მედიის ქსელებში გავლენის მქონე პირებს სთხოვდნენ ამერიკის მოსახლეობის შეხედულებები შეეცვალათ და კრემლის სასარგებლო გზავნილები […]