ლაშა ბაქრაძე – ბოდიშს ვიხდი – არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი

თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მის გამონათქვამს “ნახმარი სახეები“. „არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”, – წერს ბაქრაძე. ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის […]

გახარიას პარტიას ჰომოფობიური პაკეტიდან 2 კანონპროექტზე მხარდაჭერა სურდა, თუმცა ვერ მოახერხა

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტიის წევრებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ნაწილზე მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. კერძოდ, როგორც გახარიას პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებებს. თუმცა, მათი თქმით, იმისა გამო […]

ვინისიუსი ესპანეთისთვის მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდა

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) უნდა განიხილოს შესაძლებლობა, ჩამოართვას ესპანეთს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, თუ ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესდება სიტუაცია რასიზმთან დაკავშირებით. „2030 წლამდე ჩვენ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს. იმედია, ესპანეთი შეიცვლება და ხალხი გააცნობიერებს, რამდენად სერიოზულია ადამიანის შეურაცხყოფა მისი კანის ფერის […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ტაშს და მოწონებას ელოდება უცხო ქვეყნებისგან და არა საკუთარი ხალხისგან – ამაზე მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს, ამ ცარიელი სკამებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ

ოპოზიცია ტაშს და მოწონებას ელოდება უცხო ქვეყნებისგან და არა საკუთარი ხალხისგან. ამაზე მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს, ამ ცარიელი სკამებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის უმეტესობა არ ესწრება განხილვას, რაც საერთო ჯამში აჩვენებს, რა […]

ომბუდსმენი – ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება. ომბუდსმენის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. „სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე […]

გიორგი ჩალაძე – ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები – არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან

გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან , – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ, რომელიც ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავების ადგილზე მივიდა. ჩალაძის განცხადებით, ეს არის პირველი ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააჟღერა. “ეს არის პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე, […]

აშშ-ის სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად არიან დახოცილები და დაჭრილები

ოთხშაბათს აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ უინდერში, უცნობმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. არიან დაჭრილები, ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში მოათავსეს. NBC-ის ცნობით, სულ მცირე, ოთხი დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა. CNN-ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს მინიმუმ ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი სამედიცინო ვერტმფრენი. მსროლელი დაკავებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის სკოლის ასაკის მოზარდი, თუმცა არ […]

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს“

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც ხვალ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უნდა ეწვიოს, აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია მყიფეა და კატასტროფის რისკი კვლავ არსებობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან კიევში შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების გარდა, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე […]

ლევან ხაბეიშვილი – არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ

ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ „დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ”. “ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, […]

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა: მოვითხოვთ ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის, ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. კოალიციის განცხადებით, მათი დაკავება ირაკლი კობახიძის მიერ წინასწარ დაანონსებული ძალადობის შედეგი და ძალაუფლების შენარჩუნების განწირული მცდელობაა. “დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი […]