პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა. „მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო […]
მიხეილ ყაველაშვილი – აუცილებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ გასამართლდეს

„ნაცმოძრაობა” იყო აბსოლუტურად დანაშაულებრივი, ანტი ძალა, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს. „შესაძლოა „ნაცმოძრაობის” მაგალითზე, სამომავლოდ, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, თუ რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს 2024 წლის დასაწყისში შეხვდებიან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ერთმანეთს 2024 წლის დასაწყისში შეხვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ავრცელებს. „2024 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ, შმიგალს სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე შევხვდები, შეხვედრის თემა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა იქნება“, – წერს ფიცო Facebook-ის გვერდზე. სლოვაკეთის პრემიერმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს სამხედრო დახმარების და მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის […]
საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომას მასპინძლობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, უმრავლესობის წევრებმა და საკონსულტაციო საბჭოს მდივანმა, ვალერი ასათიანმა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა პანელური დისკუსია. სადისკუსიო თემებს შორისაა სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში. ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედების ამაღლება თანამედროვე […]
“ჩვენი ხმა ევროპას” | სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში დღეს პრეზიდენტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “სამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი, არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რამდენად სჭირდება ჩვენ ქვეყანას ევროპა, ევროპული სტანდარტები, ამ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, ეს არის ჩვენი მომავალი”, – თქვა ზურაბიშვილმა. ხელმოწერების კამპანია […]
პეკინში ევროკავშირის და ჩინეთის ლიდერთა სამიტი გაიმართება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთს და ევროკავშირს შორის მორიგი სამიტი პეკინში გაიმართება. 4 დეკემბრის განცხადების მიხედვით, უმაღლესი დონის შეხვედრა ხუთშაბათს, 7 დეკემბერს შედგება. ევროპის კავშირის და ჩინეთის ლიდერები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ და გლობალურ ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის საერთო ინტერესებშია. “ჩინეთი და ევროპა პარტნიორები არიან და არა კონკურენტები… ჩვენი საერთო ინტერესები ბევრად აღემატება […]
„ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია“ – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი

ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია, – ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა. „მე ღაზაში ჩავედი, სადაც ხალხის ტანჯვა აუტანელია. მიუღებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გადასაადგილებლად უსაფრთხო ადგილი არ აქვს და სამხედრო ალყის პირობებში ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლებელია“, – წერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). სპოლიარიჩმა აღნიშნა, რომ წითელი […]
ეროვნულმა ბანკმა ხუთ საათში ოქროს 40-მდე ზოდი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის, ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო. როგორც სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, 5 საათის განმავლობაში 40-მდე ოქროს ზოდი გაიყიდა. “საწყის ეტაპზე შემდეგი ოდენობით ორი საინვესტიციო პროდუქტი გვაქვს: 100-100 20-გრამიანი სერტიფიკატი და ზოდები და ასევე 10-10 ცალი 1-კილოგრამიანი ზოდები და […]
„მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე” – ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე. „ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების […]
„პირველად, ბევრი წლის შემდეგ, მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში“ – ლევან დავითაშვილი

„პირველად, ბევრი წლის შემდეგ მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს – ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი […]