მედია: ღაზის ჩრდილოეთში მისიის დასრულების შემდეგ, ისრაელის ტანკები სამხრეთით მიემართებიან

ისრაელის ტანკები, ჯავშანტექნიკა და ბულდოზერები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისკენ მიემართებიან მას შემდეგ, რაც ისრაელის მეთაურმა განაცხადა, რომ არმიამ ჩრდილოეთში მისია თითქმის დაასრულა. ”ჩრდილოეთ მონაკვეთზე მიზნები თითქმის მიღწეულია. ვიწყებთ სახმელეთო მანევრების გაფართოებას ზოლის სხვა ნაწილებზე, ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ დამხობის მიზნით” – განუცხადა ისრაელის ჯავშანტექნიკის მეთაურმა ისრაელის არმიის რადიოს. სახრეთ ნაწილში ღაზის სექტორის დაბომბვა 4 დეკემრის გამთენიას […]

გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. “ცოცხალიაო, ამბობდნენ და მერე სასწრაფოც მოვიდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა.

კახა გოგოლაშვილი – ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დაბლოკავს გაფართოების პაკეტს მთლიანად, რომელშიც შედის უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ასევე ჩვენი საკითხი – ასეთი მიდგომით თვითონაც იგდებს თავს გარკვეულ მახეში

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დაბლოკავს მთლიანად გაფართოების პაკეტს, რომელშიც ჩვენი საკითხიც შედის – უკრაინასთან დაკავშირებით მისი მოტივაცია ერთი მხრივ შეიძლება არის ფული, მეორე მხრივ კი რუსეთთან პარტნიორობის თემა, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება. მისი […]

თურქეთი – საქართველო | ქალთა ნაკრების წლის დასკვნითი მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 5 დეკემბერს წლის დაკსვნით მატჩს გამართავს. უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ მერსინის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი) დაცვა: […]

ილია იაშინი ციხის საჯარიმო იზოლატორში მოათავსეს

პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც 8,5 წელს იხდის სასჯელაღსრულების კოლონიაში, სმოლენსკის IK-3-ის საჯარიმო იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობა მისი ტელეგრამის არხშია გამოქვეყნებული. ამის მიზეზად ილია იაშინი გასულ ხუთშაბათ სასამართლოს წინაშე მის გამოსვლას ასახელებს, რომლის შემდეგაც მასთან საკანში მივიდა სპეციალურ კომისია და მოსთხოვა ახალი ბანაკის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. რაზეც იაშინმა თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო, უარი განაცხადა. “კომისიას […]

AC/DC, BON JOVI, MOBY – რა მუსიკით აწამებენ პატიმრებს რუსულ ციხეებში

ადამიანის უფლებათა რუსულმა ორგანიზაცია Голос-მა გამოაქვეყნა იმ სიმღერების სია, რომელსაც რუსულ ციხეებში, საგამოძიებო იზალატორებში მოხვედრილ პატიმრებს ასმენინებენ. ორგანიზაციას სიმღერების სია მიაწოდა პოლიტპატიმარმა და Голос-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გრიგორი მელკონიანცმა, რომელიც საგამოძებო იზოლატორშ(Сизо) მე-100 დღეა იმყოფება. “ეს ფლეილისტი მეორდება ყოველდღე, თვეების განმავლობაში. ამ სიმღერებს დილაობით ათასობით რუსეთის მოქალაქე ისმენს. მრავალი კომპოზიცია ამ ფლეილისტიდან გაგიკვირდებათ”. – ამბობს მელკონიანცი. […]

მაკა ბოჭორიშვილი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ესაუბრა ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით […]

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო – აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო”, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, […]

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი და პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პეტრა სიტეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული საგანმანათლებლო სისტემის, განსაკუთრებით კი […]

საბურთალოზე 7 000-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 7 126 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს არ აქვს. როგორც კომპანია ამბობს, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 დეკემბერს 21:00 საათზე აღუდგება.