ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე | დაშავებულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შსს -ს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი ავტომობილის მგზავრია. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ უტარებენ დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას.
მედია – ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება

ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. „არ ვფიქრობ, რომ მემარჯვენე, ექსტრემისტი ნეთანიაჰუს მთავრობისთვის ჩვენ 10,1 მილიარდი დოლარი უნდა გამოვყოთ, რათა მან ამჟამინდელი სამხედრო მიდგომა განაგრძოს. ის, რასაც ნეთანიაჰუს მთავრობა აკეთებს, არის ამორალური, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამერიკის შეერთებული შტატები ამ […]
ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი – ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში – RAW Wine Berlin 2023, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. „შესანიშნავია, […]
გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისი“ „საქპატენტში“ 2014 წლის 12 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „ბოლნისის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. ბოლნისში, სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები მოსახლის, თემურ ნინოშვილის ეზოში იპოვით წყაროს, რომელსაც აწერია – „1946 წელი, 15 სექტემბერი“. ეს თარიღი მანიშნებელია იმისა, რომ რაჭისუბნის მოსახლეობამ ამ პერიოდში უკვე იცოდა, […]
საქართველოში ავტომობილის დაზღვევა თვეში საშუალოდ 139 ლარი ჯდება

საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1671 ლარი, ანუ თვეში 139 ლარია. სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 122 360 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“, „ალდაგს“ და „ჯიპიაის“ აქვს. ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, ზოგიერთს კი დღეს შეეზღუდება. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს: · მთაწმინდის რაიონი – წავკისი, ვ.გორგასლის ქუჩაზე ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ტარდება. წყალმომარაგება შეუწყდა დაბა წავკისის. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 05/12 01:00-საათამდე. · სამგორის რაიონი – სოფ. წინუბანი, ბეჩოს ქ. N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების […]
ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა | CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ. შეგახსენებთ, რომ […]
ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია შეცვალა

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ ათობით ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთი, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში, საფრთხის დონე მე-2 საფეხურამდე გაზარდეს. იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, რომლებთან დაკავშირებითაც საფრთხის მეორე მე-2 დონეა გამოცხადებული, ისრაელის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გაძლიერებული სიფრთხილე გამოიჩინონ. საბჭომ აფრიკისა და […]
2024 წლის პირველი იანვრიდან ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებული კომერციული აბონენტებისთვის – კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს თბილისისა და რეგიონების გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “თბილისი ენერჯიმ” და “სოკარ გაზმა.” “სოკარის” განახლებული ტარიფი ასე გამოიყურება: 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება […]
მოგეჯილი ხეები, დატბორილი სახლები, განადგურებული გზები და გაუქმებული ავიარეისები – ინდოეთის სამხრეთ სანაპიროს ციკლონური შტორმი დაატყდა, არის მსხვერპლი

ინდოეთში სტიქიას ებრძვიან – ტამილნადუსა და ანდჰრა-პრადეშის შტატებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც BBC წერს, დიდია ციკლონური შტორმისგან (Michaung) მიყენებული ზიანი. დატბორილი სახლები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ავტომობილები, გაუქმებული ავიარეისები – ასეთია ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგი სამხრეთ ინდოეთში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ჯერ გამოდარებას არ პროგნოზირებს. მეტიც – სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ, ზოგიერთ […]