ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო ბულგარეთისა და უკრაინის შეთანხმებას უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდების საკითხზე. ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Novinite ავრცელებს. აქამდე რუმენ რადევი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და მას ბულგარეთში პრორუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. ბულგარეთის მთავრობა, პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვის მეთაურობით, უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 8 აგვისტოს სოფიაში […]

უკრაინა: ოკუპანტების გაშვებული 17 დრონიდან 10 გავანადგურეთ

5 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის 6 მართვადი რაკეტით შეუტია. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 10 დრონის განადგურება შეძლო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. “რუსეთმა იერიში მიიტანა Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის სისტემის 6 საზენიტო მართვადი რაკეტით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანადგურა 10 უპილოტო საფრენი აპარატი”. – […]

რომელი ოჯახები მიიღებენ 500 და 1000 ლარს მერიისგან

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს, რომლის მიზანია ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა. ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები? თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა. რას მოიცავს პროგრამა? ფულადი დახმარების ოდენობა 500 […]

დღეს ამინდი მკვეთრად შეიცვლება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +15 […]

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – დაშავებულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე – სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შსს -ს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი ავტომობილის მგზავრია. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ უტარებენ დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას.

ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“ – თვალებისა და კუჭ-ნაწლავის სამკურნალო მჟავე წყალი

ბოლნისში, სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები მოსახლის, თემურ ნინოშვილის ეზოში იპოვით წყაროს, რომელსაც აწერია – „1946 წელი, 15 სექტემბერი“. ეს თარიღი მანიშნებელია იმისა, რომ რაჭისუბნის მოსახლეობამ ამ პერიოდში უკვე იცოდა, რომ მათთან ბუნებრივად მოედინებოდა მინერალური წყალი, ამიტომ წყლის გადმოდინების ადგილას წყარო მოაწყვეს, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა. წყალი იმდენად უნიკალური, მარგებელი და გემრიელი აღმოჩნდა, რომ უყურადღებოდ არ დარჩენიათ. […]

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ღაზას სექტორის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. „მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, თუ სად ვიმყოფებით ამ ისტორიულ მომენტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, […]

საგამოძიებო სამსახურმა, ნოემბერში, დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა და პასუხისგებაში 24 პირი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, […]

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ათობით ქვეყანაში ანტისემიტური განწყობები მატულობს – ისრაელის უშიშროების საბჭომ მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის მონაცემები განაახლა

ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ანტისემიტური განწყობები მატულობს – ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ, ათობით ქვეყანასთან დაკავშირებით, ე.წ. სამოგზაურო გაფრთხილებათა მონაცემები განაახლა, – ამის შესახებ BBC წერს. გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, რომ, ისრაელელებისთვის, საფრთხის მაჩვენებელი მეორე დონემდეა გაზრდილი დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში (მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიასა და არგენტინაში). საბჭო მოქალაქეებს ურჩევს, გაზრდილი რისკის […]