2023 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8,8 პროცენტით გაიზარდა და 51,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც – მესამე კვარტალში მისი მოცულობა 19,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5,2 პროცენტით მეტია. 2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64,2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, […]
ოდიშარია ოპოზიციაზე: სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ

გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით […] ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს – და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ […] ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, […]
ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრის, კასიმ მაჯალივას თქმით, სტიქიის შედეგად 116 ადამიანია დაშავებული, მეწყრებმა კი რეგიონში ერთ-ერთი სოფლის ნახევარი გაანადგურა. “63 საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. დაღუპულთაგან 23 კაცია, 40 კი ქალი”. – თქვა ტანზანიის პრემიერმა. ტანზანიის პრეზიდენტის ოფისი კი აცხადებს, რომ წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად […]
გეგეშიძე: წარმოგიდგენიათ კურტანიძის გაგდება?

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ელდარ (ლუკა) კურტანიძე ყრილობიდან არავის გაუგდია. “წარმოგიდგენიათ ელდარ კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ? პრეზდიუმის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის? ყველაფერი დაწვრილებით არის ჩვენს გვერდზე და შეგიძლიათ გაეცნოთ… შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, არაერთი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები, ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს, რომ მე გამარჯობის გარდა მაგისთვის სხვა რამე მითქვამს, არ ვიცი”, – აბობს […]
ხახმატი-შატილის გზაზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხულებს: ,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63-კმ67 (სოფ.გუდანი-სოფ.ხახმატი) მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია 🔴 ამასთან, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის […]
ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – ხაზარაძე

ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – განაცხადა, პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. “დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ჩვენ კი გვინდა, რომ ისეთი ხელისუფლება შევქმნათ, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. ეს, პირველ რიგში ჩვენი პენსიონერების მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს – იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს და […]
განხილვის პროცესში 30 კრიპტოკომპანიის განცხადება გვაქვს – სებ-ი

2023 წლის 1-ელი ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ კომპანიებს (კრიპტოკომპანიებს) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირების ვალდებულება აქვთ. სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დრომდე მარეგულირებელ უწყებაში 30 კომპანიის განცხადებაა შესული. “კრიპტობიზნესი და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები – ეს არის ჩვენი დღევანდელობა და მოცემულობა და ამიტომ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც კანონმდებლობაში […]
“საქართველოში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს” – ირაკლი ნადარეიშვილი

“საქართველოში უკვე 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა შემოსული”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო IT კომპანიებისათვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-ით დაწია, მსოფლიო დონის ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. “ეს პროცესი ერთ-ერთი წარმატებული რეფორმაა კონკრეტულად IT მიმართულების განვითარებისთვის. დაახლოებით 2 წელია, ეს პროცესი […]
“მასზე მეუბნებოდნენ, რომ სრულყოფილი არ იყო, თუმცა”… – მოსწავლისა და მასწავლებლის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე [VIDEO]

გუშინ, 4 დეკემბერს, ქალაქ მილანში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (AIC) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვიქტორ ოსიმენს გადასცეს, ხოლო სეზონის საუკეთესო გოლისთვის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა “ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი, ტოსკანელი სპეციალისტი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს თბილად მიესალმნენ. დაჯილდოების შემდეგ, სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. “როდესაც მის შეძენას […]
გიგა ჭიკაძე ტრავმის გამო ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა

UFC-ის ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძესა და ჯოშ ემეტეს შორის 16 დეკემბერს ჩანიშნული ბრძოლა აღარ შედგება. ამის მიზეზი კი გიგას მიერ ვარჯიშზე მიღებული საზარდულის ტრავმა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქართველმა მებრძოლმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე დაადასტურა.