დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო “ბილტმორში” ღონისძიება – „შეხვედრა მშვიდობისათვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან […]
ნინო წილოსანი – არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს – მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა!

არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს – მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განუცხადა. წილოსანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე “ამერიკის ხმის” ინფორმაცია „გარკვეულწილად კულუარული ჭორია”, რაზეც კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება. „ყოველი შემთხვევისათვის, იქნება ფინანსური სანქცია თუ სავიზო შეზღუდვა, კარგად ვიცით, რა […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი, ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, შტაბის წევრებთან ერთად, ნინოშვილის და ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე მოქალაქეთა საჭიროებებს გაეცნნენ, ისაუბრეს „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე […]
„ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატ – ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ციხისძირსა და კვირიკეში ე.წ „ფაბრიკების დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, […]
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა

ლიბანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან. ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს.
საქართველოში ამერიკელი ჟურნალისტების ტური ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის colangelo and partners ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ჟურნალისტების ტური ჩატარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – ის, რასაც აშშ და დასავლეთი აკეთებს, ქართული სახელმწიფოს გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯებია, რომ იგი არ აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში და რუსეთის მხრიდან სრული კონტროლის ქვეშ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა. – ბატონო დიმიტრი, აშშ-მ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა. დრო, როდის ამოქმედდება სანქციები, მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც ეს ამბავი „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, არ ასახელებენ. მაგრამ, მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციაში არის ის, რომ აშშ ივანიშვილს რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას და რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების […]
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში EPEX 2024 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქმიანი შეხვედრები გამართა წამყვან კომპანიებთან, დამკვეთებთან და მსხვილი ღონისძიებების ორგანიზატორებთან. „B2B ფორმატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. EPEX 2024-ზე მსოფლიოს სხვადასხვა […]
„ძლიერი საქართველოს“ გეგმით პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25%-ით დაბეგვრა იქნება

პარტია „ძლიერი საქართველოს” გეგმით, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25% -ით დაბეგვრა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, „ძლიერი საქართველო“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს. „პენსიის 1000 – ლარამდე გაზრდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის […]
ფრანგული CMA CGM შეიძენს 48%-ს ბრაზილიურ პორტის ოპერატორ Santos Brasil-ში

ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფი CMA CGM ყიდულობს ბრაზილიის პორტის ტერმინალის ოპერატორის Santos Brasil Participacoes-ის 48%-იან წილს 6,33 მილიარდ BRL-ად (1,15 მილიარდ დოლარად). CMA CGM გეგმავს შემდგომში Santos Brasil–ის დარჩენილი წილის შეძენასაც. როგორც ბრაზილიური კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, CMA CGM შეიძენს თავის 215 მილიონ აქციას 15,3 რეალით, ასევე 40 მილიონ გლობალურ დეპოზიტარ ქვითრს (199 მილიონი აქციის ექვივალენტი) საინვესტიციო […]